„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22933
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 06/08/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016579
22933
06/08/2020
ვებგვერდი, 14/08/2020
000000000.00.00.016579
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №22933

2020 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი  1.  „საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  −  შემოსავლების  სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):

1. მე-5  მუხლის პირველი პუნქტის:

ა) ,,მ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ2) ,,გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაციას შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღამდე და სავადო თარიღის შემდეგ;“;

ბ) „მ2“ ქვეპუნქტის  შემდეგ დაემატოს  ,,მ3“-,,მ7“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,მ3) ანალიზის შედეგად ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ რისკის შემცველად მიჩნეული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების  მონაცემების დამუშავებას;

4) გადასახადის გადამხდელის მიერ   დეკლარაციების ჭრილში წარმოდგენილი ინფორმაციის ვალიდაციის პროცესის განხორციელება;

5) ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, ანალიზის შედეგად, რისკის შემცველად მიჩნეული საგადასხადო ვალდებულების განმსაზღვრელი საგადასახადო დოკუმენტების დამუშავებას, რომლებიც არ არის ასახული შესაბამის საგადასახადო დეკლარაციაში;

6) შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემთა ხარისხის, ასევე დამქირავებლის მიერ წარმოდგენილ დაქირავებულ პირთა რეესტრის კონტროლს;

7) სავარაუდო დარიცხვას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული  ინსტრუქციის შესაბამისად;“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2.  მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) ცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობს დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მიმდინარე კონტროლის სამმართველო;“;

ბ) ,,გ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ)  ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ)  დეკლარირების კანონშესაბამისობის  სამმართველო;“;

დ)   ,,ე1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე)  „ზ“ ქვეპუნქტის  შემდეგ დაემატოს  ,,ზ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ზ1) საგადასახადო რეგისტრაციის და მონაცემთა ხარისხის კონტროლის სამმართველო;“.

4.  მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5.  მე-10 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ)  კომპეტენციის  ფარგლებში,  საგადასახადო  ან/და  ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სამართალდარღვევის ოქმების შედგენა/კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანქციის შეფარდება;“.

6.  მე-11 მუხლის:

ა) სათაური და პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 11. მიმდინარე კონტროლის სამმართველო

მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:“;

ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე მიმდინარე კონტროლის  პროცედურების, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვის/საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების, ქრონომეტრაჟის, საგადასახადო მონიტორინგის, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის განხორციელება, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესაბამისად ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების მონიტორინგი;“;

გ)  ,,გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო  სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ოქმის შედგენა;“;

დ)    ,,დ“   ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე)  ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,დ1“-დ4“  ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,დ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის მიზნით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში   წარდგენა;

2) ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სამართალდარღვევების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში ასახვის მიზნით;

3) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო- მატერიალური   ფასეულობის   ჩამოწერის   დოკუმენტის   დადასტურება   და   აგრეთვე  გადასახადის გადამხდელის   მიერ   დაუძლეველი   ძალის   ზემოქმედების   შედეგად  განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის განცხადების მიღება;

4) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის განადგურების უზრუნველყოფა;”.

7. მე-111 მუხლის:

ა) სათაური და პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 111. დეკლარირების კანონშესაბამისობის სამმართველო დეკლარირების კანონშესაბამისობის  სამმართველოს  ფუნქციებია:“

ბ) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) ,,დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,დ1-დ7“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,დ1)  გადასახადის გადამხდელის მიერ  დეკლარაციების ჭრილში წარმოდგენილი ინფორმაციის ვალიდაციის პროცესის განხორციელება;

2) ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, ანალიზის შედეგად, რისკის შემცველად მიჩნეული, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი  დეკლარაციების  მონაცემების დამუშავება;

3) ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ, ანალიზის შედეგად, რისკის შემცველად მიჩნეული საგადასხადო ვალდებულების განმსაზღვრელი საგადასახადო  დოკუმენტებისდამუშავება, რომლებიც არ არის ასახული შესაბამის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო დეკლარაციაში;

4) სავარაუდო დარიცხვის განხორციელება, იმ შემთხვევაში თუ პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება;

5) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო   სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ოქმის შედგენა;

6) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სამართალდარღვევების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის მიზნით;

7) გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;“.

8.  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი, 1 1 და 1 2 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის) სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;”;

ბ)  ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ)  ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  ,,ვ1-ვ4“  ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ვ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება;

2) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, კონტროლის განხორციელებისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

3) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სათანადო მასალების სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;

4) ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სამართალდარღვევების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში ასახვის მიზნით;“;

დ)  ,,ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე)   ,,ჟ“ და ,,ჟ5“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ)   ,,რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ)  ,,რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,რ1“-,,რ3“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,რ1) არარეგისტრირებულ პირთა გამოვლენა;

2) გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამხდელის შესახებ არსებულ მონაცემთა ხარისხის კონტროლი;

რ3) დამქირავებლის მიერ წარმოდგენილ დაქირავებულ პირთა რეესტრის კონტროლი;“.

9.  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი    ნაწილით    გათვალისწინებული    საგადასახადო  სამართალდარღვევის) სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;”;

ბ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ)  ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ვ1“-,,ვ3“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ვ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის მიზნით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში   წარდგენა;

2) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, კონტროლის განხორციელებისას, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი სანქციის შეფარდება;

3) ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სამართალდარღვევების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში ასახვის მიზნით;“;

დ)  ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე)   ,,ი2“, ,,ი3“ და ,,ი5“  ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

10.   მე-16 მუხლი ამოღებულ იქნეს.

11.   მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს 161 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 161. საგადასახადო რეგისტრაციის და მონაცემთა ხარისხის კონტროლის სამმართველო

საგადასახადო რეგისტრაციის და მონაცემთა ხარისხის კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საკონტროლო შესყიდვა/საკონტროლო შესყიდვის შეთავაზების, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა/ნაგებობების დათვალიერება;

ბ) არარეგისტრირებულ პირთა გამოვლენა;

გ) შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების ხარისხის კონტროლი;

დ) დამქირავებლის მიერ წარმოდგენილ  დაქირავებულ პირთა რეეტრის კონტროლი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ოქმის შედგენა;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის მიზნით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში   წარდგენა;

ზ) ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში გადაგზავნა სამართალდარღვევების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში ასახვის მიზნით;

თ) განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების და გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკის წარმოება და ინფორმაციის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოში წარდგენა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

კ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლევან კაკავა 

სამსახურის უფროსი