„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016406
20
10/08/2020
ვებგვერდი, 12/08/2020
010250020.35.152.016406
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2020 წლის 10 აგვისტო

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,   „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს:


მუხლი 1
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე” დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №8 დადგენილებით (matsne.gov.ge, 22/01/2018, ს/კ 010250020.35.152.016330) დამტკიცებული №2 დანართს - „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხის“ ამსახველ ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის   მე-16  სტრიქონი :

      “

16

მოწვეული სპეციალისტი მუნიციპალური საწარმოების რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის და გაკოტრების  საკითხებში

1

                                                                                                                                                                          “

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი