„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.152.016405
18
10/08/2020
ვებგვერდი, 12/08/2020
010260020.35.152.016405
„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2020 წლის 10 აგვისტო

ქ. დუშეთი

 

„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისაქართველოს ორგანული კანონის 61- მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო             :


მუხლი 1

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზედუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 27/11/2017, ს/კ 010260020.35.152.016315) შეტანილ იქნეს ცვლილება. კერძოდ:

ა) დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებულიდუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მერს შეუძლია განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება მერიის თანამდებობის   პირებისთვის, სხვა მოხელეებისთვის ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის, რაზედაც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტს − მერის ბრძანებას.

2. მერის ის უფლებამოსილებები, რომლებიც კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს, ასევე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54- მუხლის 1 პუნქტის.“−„.“, „.“−„.“, „.“, „.და.ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს მერიის თანამდებობის პირებს, სხვა მოხელეებს ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს.“

ბ) დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებულიდუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) დადგენილების №1 დანართის სახით დამტკიცებულიდუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-16 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3  ქვეპუნქტი:

3 მოქალაქეებზე გასცემს ცნობებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით. მათ შორის:    სამოქალაქო აქტების შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენას და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში პირის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი