დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა ნაწილის სპეციალური ჯგუფისათვის გადაცემის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53/1999 |
| დოკუმენტის მიმღები | ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 25/08/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის და პარლამენტთან არსებული საბჭოს კოლეგიისა და კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42(49), 02/09/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.008.003.803 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.803
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №53/1999
1999 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებათა ნაწილის სპეციალური
ჯგუფისათვის გადაცემის შესახებ
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, საორგანიზაციო განყოფილების გამგის დემირ ნოზაძისა და ამავე განყოფილების თანამშრომლის დალი დავითაშვილის შემადგენლობით.
2. დაევალოს ჯგუფს, მიიღოს ცნობა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გადადგომის შესახებ და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
3. ჯგუფმა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდოს ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გამართულ პირველივე სხდომაზე.
თავმჯდომარის მოადგილე გ. ზესაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები