დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/08/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.125.016372 |
|
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
| მუხლი 1 |
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N16 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 02/02/2018 წ. 010250050.35.125.016282) დამტკიცებულ დანართი 1-ში შეტანილ იქნას ცვლილებები:
1. დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 10. საორგანიზაციო განყოფილების ფუნქციები 1. საორგანიზაციო განყოფილების ფუნქციებია: ა) თათბირების, მერიის სტრუქტურული ერთეულების და თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება; სამუშაო თათბირებზე პირთა მოწვევა, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლება და დარიგება, თათბირების ოქმების წარმოება და თათბირებზე მერიის მოსამსახურეთათვის მიცემული დავალებების შესრულების კონტროლი; ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა. საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; გ) ორგანიზებას უწევს მერიის თანამდებობის პირთა მიერ მოქალაქეების მიღებას; დ) უზრუნველყოფს მერიის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხთა მოგვარებას და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნას; ე) ორგანიზებას უწევს მერის წარმომადგენლების საქმიანობას; ვ) უზრუნველყოფს დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების პოპულარიზაციას, პრესრელიზების, შეტყობინებების და სხვა სახის საინფორმაციო მასალების მომზადებას და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით მიწოდებას; თ) ახდენს მერიისა და მერიის თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს; ი) უზრუნველყოფს მერიის ოფიციალური ვებგვერდისთვის ინფორმაციის მოძიებას, მათ დამუშავებას და გამოქვეყნებას დადგენილი წესით, ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირებას; კ) ორგანიზებას უწევს მუნიციპალიტეტისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლების შეხვედრებს; ლ) ავრცელებს მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებების შესახებ საინფორმაციო განცხადებებს; მ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის განახლება; ნ) სხვადასხვა ვიზიტების, გამართული შეხვედრებისა და მიღწეული შეთანხმებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მედიის საშუალებებით, ბრიფინგების მოწყობა; ო) მუნიციპალიტეტის ფეისბუქზე, ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოქალაქეთა ცალკეულ შეკითხვებზე პასუხების მომზადება; პ) მუნიციპალიტეტის მუშაობის და მიმდინარე პროექტების და პროგრამების განხორციელების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სარეკლამო რგოლებისა და ფლაერების დამზადება. ჟ) მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების, ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანასწორი რეალიზაციისათვის და ადგილზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველყოფისათვის საკითხების შესწავლა, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა, შესაბამის წინადადებათა მომზადება და განხორციელება; შესაბამისი ღონისძიებების კოორდინირება; რ) გენდერულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; ს) მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მომზადება; დოკუმენტების დახვეწის მიზნით პროცესების მართვა და შემდგომში დამტკიცებული სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინაცია. შესრულებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა მერისათვის და საკრებულოსათვის ტ) მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის თანამონაწილეობითი პროცესების ინიცირება; სამოქალაქო სექტორისა და მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობა; უ) მერიის თანამდებობის პირებისა და თანამშრომელთა მატერიალურ-ტექნიკური მომსახურეობა; ფ) ადმინისტრაციული შენობის დაცვა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება, ენერგომომარაგების, გათბობა-კონდენცირების და წყალმომარაგების ქსელის გამართულ მუშაობა. ქ) საქართველოს კანონმდებლობით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებისა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები