„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016570
30
07/08/2020
ვებგვერდი, 11/08/2020
010250050.35.105.016570
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

            ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2020 წლის 7 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12.09.2019, ს/კ 010250050.35.105.016522) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

 ა) პირველი  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ  „სამსახური“) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოებას, კომუნიკაციას ერთმანეთთან, ადამიანური რესურსების მართვას, მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას, მერიის ინტერესების დაცვას და სამართლებრივ მომსახურებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საპროტოკოლო საკითხების მომზადებას, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას, მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.“

ბ) მე-2 მუხლის მე-8  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარის ,,ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) შრომის უსაფრთხოების  განყოფილება.“

გ)   მე-3 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარის ,,შ1 “პუნქტი:

1) შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით  შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას.”

დ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

,,მუხლი  91. შრომის უსაფრთხოების  განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  შრომის უსაფრთხოების სფეროში დასახული ამოცანების შესრულებას;

ბ) შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვასა და მართვას;

გ) სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვის ხარისხის ამაღლებასთან და მომეტებული საფრთხის შემცირებასთან/აღმოფხვრასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებას.

დ)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა ინფორმირებულობას მომეტებული საფრთხის, პრევენციული და საევაკუაციო ზომებისა და უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია