დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016569 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 06 სექტემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/09/2019, ს/კ 010250050.35.105.016524 ) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გენდერული თანასწორობისა და ბავშვის უფლებების დაცვის მხარდაჭერას, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.“ ბ) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი: „გ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.“ გ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1 “პუნქტი: „ვ1) ბავშვის უფლებების დაცვასა და მხარდაჭერას.“ დ) მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: ,,მუხლი 51. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება „განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური პროგრამების მომზადებას, მათ განხორციელებასა და მონიტორინგს; ბ) მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას; გ) საკუთარი საქმიანობის გამჭირვალობას, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით საკუთარი ფუნქციების, საქმიანობისა და ამოცანების მნიშვნელობის განმარტებას, საინფორმაციო ბიულეტინების, საინფორმაციო ფურცლების, პრესლერიზებისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადებასა და გავრცელებას; დ) სოციალური მუშაკის ქსელში ჩართვას და სამოქმედო უბნების განსაზღვრას; ე) კოორდინირებულ მუშაობას შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) სტატისტიკური ინფორმაციის, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოებას; ზ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები