„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 07/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016568
28
07/08/2020
ვებგვერდი, 11/08/2020
010250050.35.105.016568
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2020 წლის 7 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის  №31 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 12/09/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016520) შეტანილ იქნეს  ცვლილება, კერძოდ დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“, „ა.გ“, „ბ.ა“, „ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის, სხვა მოხელეებისთვის ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.”

ბ)  მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტს   დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ზ“ ქვეპუნქტი:

,,ა.ზ. შრომის უსაფრთხოების  განყოფილება.“

გ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,.ქვეპუნქტი:

,,ვ.გ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.“

დ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს   შემდეგი  რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოება, ადამიანური რესურსების მართვა, მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფა, მერიის ინტერესების დაცვა და სამართლებრივი მომსახურება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საპროტოკოლო საკითხების მომზადება, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვა და მართვ; მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.“

ე) მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ბავშვის უფლებების დაცვის მხარდაჭერის, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.“

) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია