„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016566
26
07/08/2020
ვებგვერდი, 12/08/2020
010250050.35.105.016566
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
        ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2020 წლის 7 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 თებერვლის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016553) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით მოსარგებლეთა მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის მინიმუმ ერთ საათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური ან ტელეინტერვენციის (ინდივიდუალური) მოდელით განხორციელებული სეანსი, რომლის ღირებულება შეადგენს მაქსიმუმ 21 ლარს.

1. მოსარგებლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გააჩნია არჩევანის უფლება მიმწოდებელი დაწესებულების, ასევე, სეანსის ტიპის (პირისპირ (ინდივიდუალური და ჯგუფური) ან ტელეინტერვენციის მოდელით განხორციელებული სეანსი) არჩევისას;

2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული საგარანტიო წერილის სახით ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 378 (სამას სამოცდათვრამეტი) ლარისა.

3. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციელებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს დასრულების მომდევნო თვის 10 რიცხვისა. საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნეს როგორც ქაღალდმატარებლით (ბეჭდური ფორმით), ასევე, ელექტრონული ანგარიშგების მოდულის მეშვეობით, გარდა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დროს გაცდენილი სეანსების აღდგენის შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაციისა, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ქაღალდმატარებლით;

4. განმახორციელებელს, ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, უფლება აქვს ქვეპროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მიიღოს ამ წესისგან განსხვავებული გადაწყვეტილება; ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რომელსაც ამტკიცებს განმახორციელებელი.

5. განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი.

6. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშგებო თვეში პაციენტისთვის მიწოდებული მომსახურების მოცულობა.

7. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (მ.შ. წლიური გეგმის შესაბამისად თერაპიული სეანსების მისაღებად თვეში 18 ვიზიტი) უზრუნველყოფა ხდება სრულად პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგებლში, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია