დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016816 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 11/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016214) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ეროვნული გვარდიის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილეების საკურატორო სფეროსა და უფლებამოსილებას განსაზღვრავს ეროვნული გვარდიის უფროსი.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ეროვნული გვარდიის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს, ეროვნული გვარდიის უფროსის დავალებით, ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში – ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები