დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 185 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 07/08/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017349 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-17 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171. საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმა 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ (შემდგომში – განცხადება). 2. განცხადება საგადასახადო ორგანოს წარედგინება მატერიალური ფორმით, დანართი №I-121 შესაბამისად, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის მიერ. თუ განცხადება ხელმოწერილია წარმომადგენლის მიერ, განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც პირდაპირ უნდა იყოს მითითებული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის უფლებამოსილება. 3. განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის დადასტურებას, რომ იგი ინფორმირებულია საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგების თაობაზე. 4. განცხადებას უნდა დაერთოს იმ საგადასახადო მოთხოვნის ასლი, რომლის გასაჩივრებაზეც უარს აცხადებს განმცხადებელი. 5. საგადასახადო ორგანო განცხადებას განიხილავს და განცხადებაში მითითებულ საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხას ასახავს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, განცხადების რეგისტრირების დღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღისა. 6. განცხადებაში მითითებული საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ასახვის შემდეგ, პირის მიერ განცხადების გამოხმობა აღარ დაიშვება.“. 2. დანართი №I-12-ის შემდეგ დაემატოს დანართი №I-121 თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი NI-121
|
განცხადება
საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ |
9. განცხადებაზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი: (მიუთითეთ განცხადებაზე დართული დოკუმენტის დასახელება) 10. დადასტურება: ვადასტურებ, რომ ინფორმირებული ვარ საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შედეგების თაობაზე. კერძოდ, ვაცნობიერებ, რომ გასაჩივრებაზე უარის თქმის შემდეგ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხა ჩაითვლება აღიარებულად და მასზე საგადასახადო დავა აღარ დაიშვება. ასევე, საგადასახადო მოთხოვნის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ დაიწყება გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.
გადასახადის გადამხდელის/მისი წარმომადგენლის ხელმოწერა: _____________________________________
|
დოკუმენტის კომენტარები