,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 11/08/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016140
2
11/08/2020
ვებგვერდი, 12/08/2020
010320000.33.058.016140
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის N2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება  №2

2020 წლის 11 აგვისტო

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს  შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 18 აპრილის  N2 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 22/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016128) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საკონკურსო თემატიკაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 25. პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის სოფლის განვითარების განყოფილების მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ა) უმაღლესი  განათლება  აგრარული  მეცნიერებების  მიმართულებით   –  აგრონომიის/მეცხოველეობის/ ვეტერინარიის/სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობით ან აგროინჟინერიის სპეციალობით;

ბ) აგრონომიის/მეცხოველეობის/ვეტერინარიის/სასურსათო    ტექნოლოგიის,  აგროინჟინერიის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) ძირითადი  საოფისე  კომპიუტერული  პროგრამების  (MS  office  Word,  Excel,  Power  Point) დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა;

დ) უცხო ენა: ინგლისური და/ან რუსული (სასურველია).

2. საკონკურსო თემატიკა:

ა) აგრონომია: აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობა; აგროტექნოლოგია აგრობიოტექნოლოგია; მცენარეთა სელექცია-გენეტიკა; მცენარეთა დაცვა; აგროეკოლოგია; მებაღეობა; მებოსტნეობა; მევენახეობა; მეჩაიეობა; მეხილეობა (მათ შორის: სუბტროპიკული კულტურები, კურკოვანი კულტურები/თესლოვანი კულტურები/კაკლოვანი კულტურები); სანერგე და სასათბურე მეურნეობა და მისი მართვა; სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებები.

მეცხოველეობა/ვეტერინარია: მეცხოველეობის დარგები – მესაქონლეობა; მეფუტკრეობა; მეთევზეობა; მეცხოველეობის დაავადებები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები; ზოოტექნიკა; სანაშენე საქმიანობა; ჯიშთგანახლება; ხელოვნური განაყოფიერება; ინკუბაცია; მეცხოველეობის პროდუქტები და ნედლეული; კვება მეცხოველეობაში; მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება.

სასურსათო ტექნოლოგია: კვების პროდუქტების გადამუშავება; ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება; თევზგადამუშავება; რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავება; ხორცპროდუქტების გადამუშავება; მცენარეების გადამუშავება; სასმელების ტექნოლოგია (ალკოჰოლიანი, უალკოჰოლო); სურსათის უვნებლობა; სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის გადამუშავების ტექნოლოგია; სასურსათო უსაფრთხოება და რისკების ანალიზი.

აგროინჟინერია: სასოფლო-სამეურნეო კულტურების მექანიზებული ტექნოლოგიები და მანქანა- იარაღების გამოყენების პირობები; მეცხოველეობის მექანიზაციის ტექნოლოგიური პროცესები; ნიადაგის ძირითადი და ზედაპირული დამუშავების, ორგანული და მინერალური სასუქის შემტანი, სათესი, სარგავი და მცენარეთა მავნებლებისაგან და დაავადებისაგან დაცვის მანქანების კონსტრუქციები და მათი მუშაობის თანამედროვე რესურსდამზოგი სამანქანო ტექნოლოგიები, მანქანა- იარაღების ექსპლუატაციის მეთოდები; სამელიორაციო მანქანების კონსტრუქციები, მათი გამოყენების პირობები; მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენების თავისებურებები, მათი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შეფასების მეთოდები; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციის პირობებში უსაფრთხოების, შრომისა და გარემოს დაცვის საკითხები.

ბ) მოხელეს/კანდიდატს დამატებით მოეთხოვება შემდეგი საკითხების ცოდნა და უნარები:

ფერმერთა   ჯგუფებთან   მუშაობა; ფერმერთა   „საჭიროებების   დოკუმენტაციის“   შემუშავება; კონკრეტული  ტერიტორიული ერთეულების  ჭრილში  ფერმერული მეურნეობებისა  და  ფერმერების განვითარების პრესპექტივები; რეკომენდაციის შემუშავება; SWOT ანალიზი.

რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ფლობა (არსებული მდგომარეობა, გამოწვევები; პრიორიტეტები; შესაძლებლობები).

გ) სამართლებრივი აქტები:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ე) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ვ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.

ბ)  25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 251 მუხლი შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 251. პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის სოფლის განვითარების განყოფილების მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ა) უმაღლესი განათლება ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის მიმართულებით;

ბ) საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) ძირითადი  საოფისე  კომპიუტერული  პროგრამების  (MS  office  Word,  Excel,  Power  Point) დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა;

დ) უცხო ენა: ინგლისური და/ან რუსული (სასურველია).

2. საკონკურსო თემატიკა:

ა) კორპორაციული ფინანსები და მართვა; პროექტების ფინანსური მენეჯმენტი; საერთაშორისო ფინანსები; ფინანსური ანალიზი და პროგნოზირება; ინოვაციების მენეჯმენტი; მენეჯერული აღრიცხვა და კონტროლი; აგრორისკების მენეჯმენტი;

სამართალი: კორპორაციული სამართალი;     სახელშეკრულებო      სამართალი;     კონკურენციის სამართალი; საგადასახადო სამართალი; ადმინისტრაციული სამართალი.

ბ) მოხელეს/კანდიდატს დამატებით მოეთხოვება შემდეგი საკითხების ცოდნა და უნარები:

ფერმერთა ჯგუფებთან მუშაობა; ფერმერთა „საჭიროებების დოკუმენტაციის“ შემუშავება; კონკრეტული ტერიტორიული ერთეულების ჭრილში ფერმერული მეურნეობებისა და ფერმერების განვითარების პრესპექტივები; რეკომენდაციის შემუშავება; SWOT ანალიზი.

რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ფლობა (არსებული მდგომარეობა, გამოწვევები; პრიორიტეტები; შესაძლებლობები).

გ) სამართლებრივი აქტები:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ე) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ვ)  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 9 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრიტიტე აროშიძე