მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების წესის დამტკიცების შესაბებ“

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების წესის დამტკიცების შესაბებ“
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 08/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.159.016423
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
07/08/2020
ვებგვერდი, 10/08/2020
010250050.35.159.016423
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების წესის დამტკიცების შესაბებ“
მარნეულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/08/2020 - 07/10/2021)

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №18

2020 წლის 7 აგვისტო

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების წესის დამტკიცების შესაბებ“

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 24 დეკემბრის №78 განკარგულების შესაბამისად,  მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების წესი“ დანართი 1-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

 


მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე



დანართი 1

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალგაზრდობის მხარდაჭერის“ (05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების წესი“ (შემდგომში ,,წესი“) განსაზღვროს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტებისათვის მგზავრობის ხარჯებით დახმარების გაცემის პირობებს, გასაცემი თანხის ოდენობას, მიმღებ პირთა კატეგორიებს და დაფინანსების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას.

დაფინანსება განხროციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, წლის განმავლობაში ათი თვე, გარდა ივლისის და აგვისტოს თვეებისა.


მუხლი 2. წესის მიზანი
წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება და დახმარება, მგზავრობის ხარჯების დაფინანსების გაცემის გზით.

მუხლი 3. წესით მოსარგებლენი
1. წინამდებარე წესით ისარგებლებს სტუდენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს (აკრედიტირებულ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

2. წესით ვერ ისარგებლებს:

ა) ,,4+1 პროგრამის“ ფარგლებში მოსამზადებელი კურსის მსმენელები;

ბ) სტუდენტი, რომელიც მგზავრობის ხარჯებით ფინანსდება სახელმწფო პროგრამის ფარგლებში ან/და სახელმწიფოს შესაბამისი სამინისტროების მხრიდან.


მუხლი 4. კრიტერიუმები და პირობები სტუდენტის დაფინანსებისათვის
მგზავრობის ხარჯებით დახმარება გაეწევათ:

ა) სოციალურად დაუცველ სტუდენტს (არაუმეტეს 30 000 სარეიტინგო ქულის მქონე);

ბ) სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტს;

გ) მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს (არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება ყველა საგანში);

დ) პედაგოგიკის სპეციალობების სფეროში (არანაკლებ A,B,C - აკადემიური ქულების მქონე):

დ.ა) დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის ფაკულტეტის სტუდენტს;

დ.ბ) ქართული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტს;

დ.გ) ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს;

დ.დ) ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტს;

დ.ე) ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტს;

დ.ვ) ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტს;

დ.ზ) მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტს;

ე) იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე სტუდენტს;

ვ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტს (არანაკლებ 4 შვილი);

ზ) სტუდენტს, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3 სტუდენტია;

თ) ვეტერანის შვილ სტუდენტს;

ი) უდედმამო სტუდენტს;


მუხლი 5. დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. დაფინანსების მიღების მიზნით, სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა (არაუმეტეს 30 000 სარეინტიგო ქულის მქონე):

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილის შესახებ;

ა.დ) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

ა.ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სარეინტიგო ქულების მითითებით;

ა.ვ) საბანკო რეკვიზიტები;

ბ) სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტმა:

ბ.ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) ცნობა რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილის შესახებ;

ბ.დ) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

ბ.ე) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ.ვ) საბანკო რეკვიზიტები;

გ) მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტმა (არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება ყველა საგანში):

გ.ა) განცხადება მერის სახელზე;

გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ.გ) ცნობა რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილის შესახებ;

გ.დ) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

გ.ე) უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა, თანდართული შეფასებ(ებ)ის ცხრილით (წინა სემესტრის);

გ.ვ) საბანკო რეკვიზიტები;

დ) პედაგოგიკის სტუდენტმა:

დ.ა) განცხადება მერის სახელზე;

დ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ.გ) ცნობა რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილის შესახებ;

დ.დ) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

დ.ე) უნივერსიტეტის მიერ გაცემული, A,B,C - აკადემიური ქულების დამადასტურებელი ცნობა (წინა სემესტრის);

დ.ვ) საბანკო რეკვიზიტები;

ე) იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტმა:

ე.ა) განცხადება მერის სახელზე;

ე.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ე.გ) ცნობა რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილის შესახებ;

ე.დ) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

ე.ე) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე.ვ) საბანკო რეკვიზიტები;

ვ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენმა (არანაკლებ 4 შვილი):

ვ.ა) განცხადება მერის სახელზე;

ვ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ვ.გ) ცნობა რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილის შესახებ;

ვ.დ) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

ვ.ე) მშობლის/მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;

ვ.ვ) დედმამიშვილების პირადობის/დაბადების მოწმობების ასლები;

ვ.ზ) საბანკო რეკვიზიტები;

ზ) სტუდენტმა, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3 სტუდენტია:

ზ.ა) განცხადება მერის სახელზე;

ზ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ზ.გ) ცნობა რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილის შესახებ;

ზ.დ) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

ზ.ე) მშობლის/მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

ზ.ვ) დედმამიშვილების პირადობის მოწმობების ასლები;

ზ.ზ) დედმამიშვილების აქტიური სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობები აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

ზ.თ) საბანკო რეკვიზიტები;

თ) ვეტერანის შვილმა (სტუდენტმა):

თ.ა) განცხადება მერის სახელზე;

თ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

თ.გ) ცნობა რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილის შესახებ;

თ.დ) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

თ.ე) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

თ.ვ) მშობლის ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

თ.ზ) საბანკო რეკვიზიტები;

ი) უდედმამო სტუდენტმა:

ი.ა) განცხადება მერის სახელზე;

ი.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ი.გ) ცნობა რეგისტრაციის (ჩაწერის) ადგილის შესახებ;

ი.დ) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

ი.ე) ობლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ი.ვ) საბანკო რეკვიზიტი;

2. პროგრამით მოსარგებლე სტუდენტმა, ყოველი სემესტრის დამთავრების შემდგომ უნდა წარმოადგინოს:

ა) სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა (არაუმეტეს 30 000 სარეინტიგო ქულის მქონე):

ა.ა) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

ა.ბ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სარეინტიგო ქულების მითითებით;

ბ) სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტმა:

ბ.ა) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

გ) მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტმა (არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება ყველა საგანში):

გ.ა) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

გ.ბ) უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა, თანდართული შეფასებ(ებ)ის ცხრილით (წინა სემესტრის);

დ) პედაგოგიკის სტუდენტმა:

დ.ა) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

დ.ბ) უნივერსიტეტის  მიერ გაცემული, A,B,C - აკადემიური ქულების დამადასტურებელი ცნობა (წინა სემესტრის);

ე) იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტმა:

ე.ა) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

ვ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტმა (არანაკლებ 4 შვილი);

ვ.ა) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

ზ) სტუდენტმა, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3 სტუდენტია;

ზ.ა) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

ზ.ბ) დედმამიშვილების აქტიური სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობები აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

თ) ვეტერანის შვილმა (სტუდენტმა):

თ.ა) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;

ი) უდედმამო სტუდენტმა:

ი.ა) ცნობა აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის მითითებით;


მუხლი 6. განცხადების განხილვის წესი  და სტუდენტთა სიის დამტკიცება
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის სახელზე შემოსული განცხადების/დოკუმენტაციის სისწორეს ამოწმებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტურქტურული ერთეული, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში ’’სამსახური“), რომელიც შემოწმების შედეგების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ, სამსახური ადგენს დასაფინანსებელ სტუდენტთა სიას, რომელსაც  დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს.

3. დასაფინანსებელ სტუდენტთა სიაში ცვლილების შეტანის ინიცირებას ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახური.


მუხლი 7. დაფინანსების წესი
1. სტუდენტის დაფინანსება განხორციელდება წინამდებარე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, სტუდენტის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტზე, კალენდარული წლის განმავლობაში 10 თვე (გარდა ივლისისა და აგვისტოს თვეებისა).

2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტების მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშსზე თანხის ჩარიცხვას, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

3. პროგრამით მოსარგებლე სტუდენტს დახმარება შეუწყდება, თუ მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნები.