„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 120
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 140120000.22.034.017049
120
20/08/2020
ვებგვერდი, 24/08/2020
140120000.22.034.017049
„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №120

2020 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანების (www.matsne.gov.ge, სსმ №181,  22/12/2008, 140.120.000.22.034.012.490)  პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  დამტკიცებული №3 დანართის (იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის აღწერილობის ავერსი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ავერსი

დოკუმენტის ავერსის ზედა ნაწილში ორენოვანი წარწერაა: საქართველო, Georgia.

დოკუმენტის მფლობელის სურათი განთავსებულია ავერსის მარცხენა მხარეს.

ავერსზე გამოსახული საიდენტიფიკაციო კითხვარის წარწერები (ქართულ-ინგლისური) შავი ფერისაა, გარდა წარწერის „პირადი/personal №“, რომელიც შესრულებულია თეთრ ფერში.

საიდენტიფიკაციო წარწერები (ქართულ-ინგლისური) შავი ფერისაა.

ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტიფიკაციაა საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება მარცხენა ზედა კუთხეში.

მფლობელის სურათის ქვევით დამცავ ბადეზე გამოსახულია მოწმობის ნომერი, ხოლო მის ქვეშ ლათინური ასოს კომბინაციით მითითებულია მოწმობის კვალიფიკაცია – კატეგორია.

მარჯვენა ქვედა ნაწილში გამოსახულია დოკუმენტის მფლობელის პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო ორნამენტსა და დამცავ ბადეზე – პირადი ხელმოწერა.

კომპოზიციის საერთო დამცავი ბადის ფონზე მარჯვენა ნაწილში, ღია ნაცრისფერ-ვარდისფერ ყელზე გამოსახულია გამჭვირვალე საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური