დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №32 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.108.016454 |
|
,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისადა სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №32 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/05/2018 წ., 010260020.108.016396) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს „თ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ1) ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემების მართვის განხორციელებას;“; გ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს მე-6 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციები 1. სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნას და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრას; გ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებულ მუშაობას; დ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; ე) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევას, რეგისტრაციასა და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრას; ვ) დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შესაბამისად სტატისტიკის წარმოებას; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას; ზ) ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციული და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებას; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; სამსახურში შესული კორესპონდენციების განხილვას; ი) გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადებას და სამსახურის ხელმძღვანელისთვის წარდგენას; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები