„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2020
ძალაში შესვლის თარიღი 10/08/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016814
72
07/08/2020
ვებგვერდი, 10/08/2020
040030000.22.026.016814
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №72

2020 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/05/2020; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016782) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) კომუნიკაციების და პროტოკოლის სამმართველო;”.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. კომუნიკაციების და პროტოკოლის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავება;

ბ) საზოგადოებისთვის ცენტრის, მასთან არსებული ინსტიტუტებისა და ცენტრის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ კერძო სამართლის იურიდიულ პირთა საქმიანობისა და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/მიწოდების უზრუნველყოფა;

გ) ცენტრის საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, მათ შორის, პრესრელიზების, საინფორმაციო და ვიზუალური მასალის მომზადება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება/გავრცელების უზრუნველყოფა;

დ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება/დამუშავების უზრუნველყოფა;

ე) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და მედიატურების მოწყობა/მოწყობის უზრუნველყოფა;

ვ) ცენტრის საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;

ზ) ცენტრის თანამშრომელთა სავიზო მომსახურების ორგანიზება;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 10 აგვისტოდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი