„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/08/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016453
11
06/08/2020
ვებგვერდი, 10/08/2020
010260020.35.108.016453
„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №11

2020 წლის 6 აგვისტო

ქ. სენაკი

 

,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის 51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 10/11/2017, სარეგისტრაციო კოდი:010260020.35.108.016331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მერი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებასა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.“;

 ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,.. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“-„ა.გ“, „ბ.ა“-„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისათვის ან სხვა მოხელეებისათვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“;

 ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,.. ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ბ.ე) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულების პროექტს;“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,.. ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ.მ) ახორციელებს ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;“;

 ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,.. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,.) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს;“;

 ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის სამართლებრივი მომსახურება, მერიის ინტერესების დაცვა სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან და ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.“;

 ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,8. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემების მართვის განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა.“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,7. ბეჭედი გამოიყენება სენაკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილ და ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე” და ,,ზ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ ცნობებზე.

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-22 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება გადაყვანის მსურველი მერიის მოხელის გამოსავლენად მერიის ოფიციალურ შიდა ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შესახებ და განაცხადის წარსადგენად განსაზღვრავს 2 სამუშაო დღის ვადას. განაცხადის განსაზღვრულ ვადაში დარეგისტრირებისას მერი კანდიდატთან ატარებს გასაუბრებას და იღებს გადაწყვეტილებას მოხელის შეფასების შედეგებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.“;

 ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-35 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მერიის ვებგვერდი.“;

 ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების VIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,თავი VIII

 რეორგანიზაციის წესი და დებულებაში ცვლილების შეტანა;

 ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 42- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი

 ,,მუხლი 42. რეორგანიზაცია

რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 102-ე, 103-ე და 104-ე მუხლების შესაბამისად.“;

) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 43- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 43. ცვლილების შეტანა

 დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერის წარდგინებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,, პუნქტისა.
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლის ,, პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბადრი კალანდარიშვილი