დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/286 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
აუცილებელი
საზოგადოებრივი
საჭიროებისათვის, სს „საქართველოს
სახელმწიფო
ელექტროსისტემისათვის“ ექსპროპრიაციის
უფლების
მინიჭების
თაობაზე
|
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში კომისია) განიხილა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (შემდგომში „სსე“ 2020 წლის 9 ივლისის №2309/09 განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს „გარდაბნის თბოსადგური-2-ის“ სსე-ს ქსელთან მიერთების მიზნით 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „ალავერდის“ გაორჯაჭვიანების პროექტს (შემდგომში – პროექტი). პროექტის დანიშნულებაა 220 კვ. ეგხ „ალავერდში“ გარდაბნის „თბოსადგური 2-ის“ შეჭრის ადგილიდან 500/330/220 კვ. ქ/ს გარდაბნამდე მონაკვეთის გაორჯაჭვიანება, რომელიც ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 20 მარტის №1-1/145 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმის“ ფარგლებში. აღნიშნული 220 კვ. ეგხ „ალავერდი“ წარმოადგენს საერთაშორისო კავშირის დაურეზერვებელ ხაზს, რომელიც საქართველოს ელექტროსისტემას აკავშირებს სომხეთის ელექტროსისტემასთან და მისი გამორთვა ქმნის ავარიის რისკებს. ამასთან, 220 კვ. ეგხ „ალავერდის“ მეშვეობით „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ სსე-ს ქსელთან მიერთება და სიმძლავრის საიმედო გადატანა წარმოადგენს 10 წლიანი გეგმით გათვალისწინებული სასისტემო მნიშვნელობის პროექტის – „თბილისის რეგიონის უსაფრთხო ელ.მომარაგების“ ერთ-ერთ ელემენტს. აღნიშნული ფუნქციების ერთდოულად განხორციელების მიზნით, აუცილებელია მითითებული მონაკვეთის გაორჯაჭვიანება, რათა გასატარებელი სიმძლავრის პირობებში უზრუნველყოფილი იყოს ქსელის საიმედობაა. აღნიშნული მნიშვნელოვანად გაზრდის რეგიონის ელექტროუსაფრთხოებას, ელექტრომომარაგების სტაბილურობას და აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობას. ეგხ „ალავერდის“ გაორჯაჭვიანების პროექტის ფარგლებში ექცევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბირლიკში მდებარე მირზა ბაირამოვის (პ/ნ 12001015450) საკუთრებაში არსებული 5000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N81.14.06.634) ნაწილი – 142 კვ.მ. ამასთან, უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება მესაკუთრესთან ვერ იქნა მიღწეული. წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადება და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ხორციელდება 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „ალავერდის“ გაორჯაჭვიანების პროექტი. პროექტის ზემოქმედების ფარგლებში ექცევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბირლიკში მდებარე 5000კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N81.14.06.634) ნაწილი – 142 კვ.მ და მასზე განთავსებული ნარგავები. სსიპ – საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონების (მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელ ბირლიკი (ს/კ N81.14.06.634 (წინა ს/კN81.14.06.279) მესაკუთრეა მირზა ბაირამოვი (პ/ნ 12001015450). დადგენილია, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და მესაკუთრეს შორის შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2020 წლის 30 ივლისის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. „გარდაბნის თბოსადგური-2-ის“ სსე-ს ქსელთან მიერთების მიზნით, 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „ალავერდის“ გაორჯაჭვიანების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ მირზა ბაირამოვის (პ/ნ12001015450) საკუთრებაში არსებულ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბირლიკში მდებარე 5000 კვ.მ ფართის სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კN81.15.06.634 (წინას/კN81.14.06.276) ნაწილზე - 142კვ.მ-ზე და მასზე განთავსებულ ნარგავებზე. 2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6 მინისტრი ნათელა თურნავა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები