დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 594 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017088 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge), 31.08.2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016529) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. დაწესებულების მისამართია: ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ. დაწესებულების ნაწილი განთავსებულია, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქსანში.“.
|
| მუხლი 2 |
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყოს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების გარკვეული ნაწილის ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ ახალ მისამართზე (მცხეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქსანი) განთავსებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება.
2. №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქსანში განთავსებულ ნაწილზე ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №114 ბრძანებით დამტკიცებული №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისათვის განსაზღვრული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული წესები.
|
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს.
|
| მუხლი 4 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 4 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 5 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები