დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს"ქუთაისის" განცხადება აქციონერთა კრების მოწვევის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."ქუთაისი" |
| მიღების თარიღი | 04/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება ,,ქუთაისის“ დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოს დავალებით იწვევს საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2020 წლის 27 აგვისტოს დღის 17 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. ქუთაისი ლადო ასათიანის მე-7 ჩიხი, №7.
სს ,,ქუთაისის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2020 წლის 28 ივლისი.
დღის წესრიგი:
1. სს ,,ქუთაისის“ რეორგანიზაციის პროცესის დასრულება.
2. ცვლილებები სს ,,ქუთაისის“ წესდებაში.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს ,,ქუთაისის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებადან ან დღის წესრიგის ახალი საკითხის დასაყენებლად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:
ჩვეულებრივი აქციების მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2020 წლის 28 ივლისის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის უფლებას შეამოწმებენ სს ,,ქუთაისის“ რეგისტრატორთან სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, მისამართზე: თბილისი, მოსაშვილის №11. ტელეფონები : 222 53 51; 225 15 60.
დირექტორი ზ. ცინცაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები