სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-1271/ო
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 03/08/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2020
სარეგისტრაციო კოდი
02-1271/ო
03/08/2020
ვებგვერდი, 10/08/2020
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
 

საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

სსიპ  – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 

ბრძანება № 02-1271/ო

2020 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად :

1. გაიცეს შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინა“-ზე (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის №237) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ ლიცენზია.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი მედინას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნ. ქაჯაიას განცხადება №43350 07.05.2020წ.; ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-881–38 30.07.2020წ. ზეპირი მოსმენის ოქმი №5 3.08.2020წ.

 

დირექტორი                                                                                         ზაალ კაპანაძე