სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-1262/ო
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 31/07/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2020
სარეგისტრაციო კოდი
02-1262/ო
31/07/2020
ვებგვერდი, 10/08/2020
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

 

საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  –

სსიპ –  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № 02-1262/ო

2020 წლის 31 ივლისი

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ემუხლის, მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის ა ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  შპს ,, ანი X ბექა“  (მისამართი:    ქ. გორი , ქეთევან წამებულის ქუჩა   №54)  გაცემული ,,მშობელთა მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობა" – სალიცენზიო მოწმობა  N000003.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს ,, ანი X  ბექა“-ს დირექტორის  ნ. აღორძინებას განცხადება №79735,   29.07.2020 წ.

 

დირექტორი                     ზაალ კაპანაძე