დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 587 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 05/08/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.027.017081 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3128 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 100020020.22.038.016532) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაწესებულების დირექტორს ჰყავს ოთხი მოადგილე – უსაფრთხოების, სამართლებრივი რეჟიმის, ადმინისტრაციულ დარგში და დაწესებულების ნაწილის კურატორი მოადგილე. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება მათი თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაწესებულების დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში წარმართავს დაწესებულების ადმინისტრაციული, აგრეთვე, არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილებების საქმიანობასა და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსების მუშაობას.“; გ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. დაწესებულების ნაწილის კურატორი მოადგილე წარმართავს დაწესებულების ნაწილის (მდებარე ქ. თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქ. №11-ში) საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს მას.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 5 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები