დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016811 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს 591 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 591 1. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურესა და მის ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად: ა) უფინანსდებათ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მათ მიერ გადასახდელი სწავლის წლიური საფასური არაუმეტეს 1125 (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე) ლარის ოდენობით; ბ) ეძლევათ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სტიპენდია სემესტრულად 750 (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე) ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის: ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული სწავლის წლიური საფასური და სტიპენდია არ გაიცემა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე; ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტიპენდია არ გაიცემა სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ იუნკერზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები