შპს ,,მისო ბბ კრედიტი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მისო ბბ კრედიტი“-სათვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

შპს ,,მისო ბბ კრედიტი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მისო ბბ კრედიტი“-სათვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 281
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/07/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2020
სარეგისტრაციო კოდი
281
31/07/2020
ვებგვერდი, 06/08/2020
შპს ,,მისო ბბ კრედიტი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მისო ბბ კრედიტი“-სათვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №281

2020 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

შპს „მისო ბბ კრედიტის“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მისო ბბ კრედიტისათვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუქნტის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა  და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის  №91/04 ბრძანების საფუძველზე:   

1. მიეცეს თანხმობა შპს ,,მისო ბბ კრედიტს“  (საიდენტიფიკაციო ნომერი 405116583)  საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

2. შპს ,,მისო ბბ კრედიტ“-ში (საიდენტიფიკაციო ნომერი 405116583)  შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319).

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 
არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი  ირმა ბოკუჩავა.