დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.158.016514 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2017, 010260020.35.158.016382) შევიდეს ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის: 1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ , „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ტ“, „უ“, „ფ“, „ქ“ „ღ“ „ყ“ „შ“, „ჩ“, „ც“, „ძ“, „წ“, „ჭ“ პუნქტები: „ნ) მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობა; ო) მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭოს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; პ) ადგილობრივ დონეზე, გენდერის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების მომზადება; ჟ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობის და ქმედუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა ქალებისა და გოგონების საჭიროებების გამოვლენით და ჩართულობით; რ) ახორციელებს, გენდერული თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას და ასრულებს გენდერული თანასწორობის ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს; ს) უზრუნველყოფს ვიზიტორთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას; ტ) მუშაობს ადგილობრივი მოსახლეობის, ქალთა და გოგონათა ცნობიერების გაზრდაზე გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, მათი უნარების განვითარება ჩამოყალიბების საკითხებზე; უ) უზრუნველყოფს გენდერული სტატისტიკის წარმოებას; ფ) უზრუნველყოფს მუნიციპალურ დონეზე, ქალთა და გოგონათა მდგომარეობის და საჭიროების კვლევებს; ქ) შეისწავლის გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით პრობლემებს და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებს; ღ) აწყობს გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებთან. ჩართულია ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, საჭიროებების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტში წარსადგენად; ყ) მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა პროგრამებზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და დაინტერესებულ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას; შ) სახელმწიფო, თვითმმართველობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და კერძო სექტორის პროგრამებისა და სერვისების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეებთან ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით; ჩ) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ბენეფიციარების და პროგრამების დაინტერესებულ მხარეებს აკავშირებს და ხელს უწყობს მნიშვნელოვანი უნარ - ჩვევების განვითარების და სხვადასხვა ტექნიკის დაუფლების საქმეში; ც) ქალთა შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით გენდერული თანასწორობის განყოფილება ხელს უწყობს ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერებას, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო შეხვედრების მოწყობას; ძ) სხვადასხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით აორგანიზებს შეხვედრებს სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონებისათვის. წ) უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებს ,,გენდერული თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; ჭ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“ 3. მე-4 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილება.“ 4. დადგენილების დაემატოს მე-111 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 111. გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილება 1. გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტში გენდერული პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობა; ბ) მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭოს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა; გ) ადგილობრივ დონეზე, გენდერის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების მომზადება; დ) მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურობის და ქმედუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა ქალებისა და გოგონების საჭიროებების გამოვლენით და ჩართულობით; ე) ახორციელებს, გენდერული თანასწორობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას და ასრულებს გენდერული თანასწორობის ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს; ვ) უზრუნველყოფს ვიზიტორთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას; ზ) მუშაობს ადგილობრივი მოსახლეობის, ქალთა და გოგონათა ცნობიერების გაზრდაზე გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, მათი უნარების განვითარება ჩამოყალიბების საკითხებზე; თ) უზრუნველყოფს გენდერული სტატისტიკის წარმოებას; ი) უზრუნველყოფს მუნიციპალურ დონეზე, ქალთა და გოგონათა მდგომარეობის და საჭიროების კვლევებს; კ) შეისწავლის გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით პრობლემებს და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებს; ლ) აწყობს გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა ინტერესის ჯგუფებთან. ჩართულია ცნობიერების ამაღლების კამპანიებში, საჭიროებების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტში წარსადგენად; მ) მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა პროგრამებზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და დაინტერესებულ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას; ნ) სახელმწიფო, თვითმმართველობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და კერძო სექტორის პროგრამებისა და სერვისების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეებთან ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით; ო) ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ბენეფიციარების და პროგრამების დაინტერესებულ მხარეებს აკავშირებს და ხელს უწყობს მნიშვნელოვანი უნარ - ჩვევების განვითარების და სხვადასხვა ტექნიკის დაუფლების საქმეში; პ) ქალთა შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით გენდერული თანასწორობის განყოფილება ხელს უწყობს ქალთა სამოქალაქო და ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერებას, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო შეხვედრების მოწყობას; ჟ) სხვადასხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით აორგანიზებს შეხვედრებს სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონებისათვის. რ) უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებს ,,გენდერული თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; ს) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები