„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 88/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 04/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017945
88/ნ
04/08/2020
ვებგვერდი, 04/08/2020
040030000.22.022.017945
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №88/ნ

2020 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი 2018 წ., №3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის №114/ნ ბრძანებაში (სსმ, №154, 25.11.2010 წ.) შევიდეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში  სამინისტრო)“.

2. მე-6 მუხლის მე–2 პუნქტის1ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის დირექტორს და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს (შემდგომში მინისტრს)“.

3.   მე-12 მუხლის:

ა) მე-3, 31, 32 , 34  და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„3. ცენტრის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ღია ან ფარული კენჭისყრით, თანამდებობაზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს  მინისტრს.

31. ცენტრის დირექტორს, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

32. მინისტრი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი პირის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ დირექტორი ამ წესდებით დადგენილი წესის ან/და დირექტორისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული.

34. ცენტრის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში, მას დასანიშნად 7 დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი ან მინისტრი კანდიდატს ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, ცენტრის სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს მინისტრს, რომლიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით.

41. ცენტრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ასევე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე.“.

ბ) 33 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

გ) 34 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 35 პუნქტი:

„35. მინისტრი, ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე, ცენტრის დირექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს ან ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი