ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე - ფალავანდიშვილის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე - ფალავანდიშვილის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016492
31
31/07/2020
ვებგვერდი, 03/08/2020
010250050.35.132.016492
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე - ფალავანდიშვილის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2020 წლის 31 ივლისი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე – ფალავანდიშვილის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ბათუმში, ფალავანდიშვილის ქუჩაზე დაწესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებე­ბის ცალმხრივი მოძრაობა შევჩენკოს ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:

  ა) დადგენილების ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში ამ დადგენილებით განსაზღვრულ ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის ქუჩის აღჭურვა შესაბამისი საგზაო ნიშნებით;

   ბ) დადგენილების შინაარსის შესახებ მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება პრესისა და ტელევიზიის საშუალებით, მათ შორის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის მეშ­ვეობით.

მუხლი 3
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ვალდებული არიან დაიცვან ამ დად­გენი­ლებით განსაზღვრული მოძრაობის ორგანიზების წესები, ხოლო ამ წესების დაუცვე­ლობა გამოიწვევს საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე­ვათა კოდექსი” გათვალისწინებული სანქციების დაკისრებას.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე