დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016392 |
11
31/07/2020
ვებგვერდი, 04/08/2020
010250050.35.165.016392
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები თანდართული დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დადგენილებით დამტკიცებული საგზაო მოძრაობის წესების ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების (პარკირების მოწყობა, საგზაო ნიშნების განთავსება და ა.შ.) გატარება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები |
1. ქალაქ საგარეჯოში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, 9 აპრილის ქუჩის მიმართულებით (ქვევიდან ზევით), დავით აღმაშენებლის ქუჩის კვეთიდან 9 აპრილის ქუჩის კვეთამდე მოეწყოს ცალმხრივი მოძრაობა.
2. ქალაქ საგარეჯოში, ლესელიძის ქუჩაზე, თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით, ლესელიძის ქუჩის და ერეკლე მეორეს ქუჩის კვეთიდან, ლესელიძის და თამარ მეფის ქუჩის კვეთამდე მოეწყოს ცალხრივი მოძრაობა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები