ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების წესის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის, აღრიცხვის ჟურნალის ფორმის, ოქმის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.155.016339
12
31/07/2020
ვებგვერდი, 04/08/2020
010250050.35.155.016339
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების წესის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის, აღრიცხვის ჟურნალის ფორმის, ოქმის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2020 წლის 31 ივლისი

ქ. წალკა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების წესის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის, აღრიცხვის ჟურნალის ფორმის, ოქმის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის და, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსის 239-ე მუხლის მე-14, 27-ე ნაწილების, 240-ე, 2401-ე მუხლების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენების წესი დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა დანართ  №3-ის შესაბამისად;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დანართი №5-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი