„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.034.017047
118
31/07/2020
ვებგვერდი, 05/08/2020
120260000.22.034.017047
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №118

2020 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და  „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1009 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120260000.22.034.016259) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის დამტკიცების თაობაზე“.

2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის თანდართული წესი.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი“.

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს წვევამდელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომ – სამინისტრო) გაწვევით  საკონტრაქტო ან/და სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისა და დაფინანსების წესს.“.

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. წვევამდელზე, რომელიც იხდის სავალდებულო ვადიან სამხედრო სამსახურს და ჩარიცხულია სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში ვრცელდება  „სამხედრო  ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ეს წესი, მათ შორის სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებები და სხვა სამართლებრივი აქტები.

2. წვევამდელზე, რომელიც სამინისტროში სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო სამსახურის სახით ვრცელდება ეს წესი, სამინისტროს დისციპლინური წესდება,  მინისტრის ბრძანებები და სხვა სამართლებრივი აქტები.“.

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ვადიან სამხედრო სამსახურში გასავლელად ჩასარიცხი წვევამდელები ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამედიცინო-საექსპერტო კომისიის გავლის შემდგომ (მათი ვარგისიანობის დადგენის შემთხვევაში) გადიან გასაუბრებას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.“;

გ.ბ) მე-4-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს კანდიდატების ნასამართლობისა და სხვა საკითხების შესწავლას.

5. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ვადიან სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სიას აცნობებს შესაბამის სამსახურებს.“;

დ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვადიანი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირთა ნამსახურობის ბარათი ეგზავნება შესაბამის სამსახურს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ 30 დღის ვადაში.“;

ე) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12

ვადიანი სამხედრო სამსახურის  მოსამსახურეების უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა განისაზღვრება „სამხედრო  ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ამ წესით, მინისტრის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.“;

ვ) მე-13 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს შესაბამის საკადრო დანაყოფში ტარდება გასაუბრება ვადიანი საკონტრაქტო სამსახურის მოსახდელად ჩასარიცხ წვევამდელებთან, რომლებსაც გააჩნიათ წვევამდელის მოწმობა.“;

ვ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„4. სამინისტროს შესაბამისი საკადრო დანაყოფი ახორციელებს კანდიდატების ნასამართლობისა და სხვა საკითხების შესწავლას.“;

ზ) მე-14 მუხლის:

ზ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროში საკონტრაქტო სამსახურის სახით სამხედრო ვალდებულების მოსახდელად შერჩეული წვევამდელები მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის  ბრძანებით ჩაირიცხებიან  სამინისტროს სისტემაში და მიენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება – „პოლიციის რიგითი“, შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანებით უფორმდებათ კონტრაქტი თანდართული ნიმუშის შესაბამისად (დანართი N2). მათ მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა აითვლება  ჩარიცხვის დღიდან.“;

ზ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამინისტროს შესაბამისი საკადრო დანაყოფი საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სიას აცნობებს შესაბამის სამსახურებს.“.

5. თანდართული სახით დამტკიცდეს ბრძანების დანართი №2.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური