დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.017944 |
|
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი 3024-რს) მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“:
ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვება ხდება შესაბამისი კონკურსის საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო კონკურსის არარსებობის შემთხვევაში – ტესტირების ჩაბარების საფუძველზე.“; ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის თავისებურებანი 1. აპლიკანტებმა, რომლებსაც სურთ ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა, შეიძლება გაიარონ კონკურსი შესაბამისი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. 2. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის კონკურსის გავლის სავალდებულობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულება. 3. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთათვისაც დაწესებულების მიერ არ არის განსაზღვრული კონკურსი, აპლიკანტი ირიცხება ტესტირების შედეგების საფუძველზე.“; გ) 253 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 253. ხელოვნების/პერსონალური მომსახურებების/ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის/ ტრანსპორტის მომსახურებების/ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სწავლის სფეროში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვების თავისებურებები“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები