„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 128
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 31/07/2020
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016192
128
31/07/2020
ვებგვერდი, 04/08/2020
310010010.54.066.016192
„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №128

2020 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესში“ (www.matsne.gov.ge, 10/01/2019 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310010010.54.066.016148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წესის მოქმედება ვრცელდება:

ა) პილოტზე, პილოტ-კურსანტზე, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეზე, მეთვალყურე-შეგირდზე, ბორტინჟინერზე, აერონაოსანზე, ბორტგამყოლზე“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ)  ავიასამედიცინო შეფასება (სამედიცინო დასკვნა) – განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა, რომელიც ეფუძნება ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ან სამედიცინო ჩვენების მიხედვით ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევებისა და  ტესტების შედეგების შეფასებას;

მ) ავიასამედიცინო გამოკვლევა (სამედიცინო შემოწმება) – განმცხადებლის დათვალიერება, პალპაცია, პერკუსია, აუსკულტაცია ან გამოკვლევა ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაავადების დიაგნოზის დადგენის მიზნით“.

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:

„ნ) სამედიცინო ისტორია – ნუსხა ან ჩანაწერები გადატანილი  დაავადებების, დაზიანებების, მკურნალობის ან სხვა სამედიცინო ფაქტების, ასევე განმცხადებლის არავარგისად შეფასების ან სამედიცინო სერტიფიკატის შეზღუდვის შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს განმცხადებლის ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობასა და ავიასამედიცინო ვარგისობაზე.

ო) ფერის აღქმა – ავიასპეციალისტის მიერ სააერნაოსნო მომსახურების დროს გამოყენებული ფერების დაუყოვნებელი ამოცნობა და საავიაციო ფერადი შუქების სწორი იდენტიფიცირება;

პ) რეფრაქციული გადახრა – სტანდარტული მეთოდით, დიოპტრიებში გაზომილი დევიაცია ემეტროპიიდან, უმეტესად ემეტროპიულ მერიდიანში.“.

3. მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ)  ინახავს ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირებასთან, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებულ საბუთებს 10 (ათი) წლის განმავლობაში“.

4. 25-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი:

„ბ.დ) განმცხადებელი აუქმებს განცხადებას სამედიცინო სერტიფიკატის გაცემის ნებისმიერ ეტაპზე“.

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) აცნობოს განმცხადებელს/ავიასპეციალისტს/სააგენტოს იმ შედეგის შესახებ, რომელიც მოყვება განმცხადებლის/ავიასპეციალისტის მიერ სამედიცინო ისტორიაში  არასრული, არასწორი ან ცრუ ინფორმაციის შეტანას;

დ) მიაწოდოს განმცხადებელს ინფორმაცია:

დ.ა) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვარგისია, არ არის ვარგისი თუ გადამისამართებულია სააგენტოში;

დ.ბ) შეზღუდვის შესახებ, რომელმაც შესაძლებელია შეზღუდოს მისი საფრენოსნო წვრთნა ან ავიასპეციალისტის მოწმობით გათვალისწინებული უფლებამოსილება“.

5. 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5.  ავიასპეციალისტზე გაიცემა მხოლოდ ერთი სამედიცინო სერტიფიკატი. 

6. ავიასპეციალისტი ვალდებულია, ავიასამედიცინო ცენტრს/ავიასამედიცინო ექსპერტს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, განცხადების შემოტანამდე თუ გაუვლია  სამედიცინო სერტიფიკატის მისაღებად სამედიცინო შემოწმება, მიუღია თუ არა  სამედიცინო სერტიფიკატი, ვის მიერ და რა შედეგით.“.

7. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე;“.

8. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11პუნქტი:

„11. სამედიცინო სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობის შეზღუდვა ნიშნავს სამედიცინო სერტიფიკატის გაცემას შესაბამისი შეზღუდვებით, როდესაც განმცხადებელი სრულად ვერ აკმაყოფილებს ავიასპეციალისტის პირველი,  მე-2 და მე-3 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის და ბორტგამყოლის  სამედიცინო სერტიფიკატის მოთხოვნებს, მაგრამ მისი მდგომარეობა საფრთხეს არ უქმნის ფრენის უსაფრთხოებას.“.

9. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. განმცხადებელი/ავიასპეციალისტი, რომელსაც არ აღენიშნება ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემის დამაკმაყოფილებელი ფუნქციონალური მდგომარეობა, რომელიც საჭიროა მისი უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებისათვის, უნდა შეფასდეს არავარგისად.

6. საჭიროების შემთხვევაში, ძვლოვანი და კუნთოვანი სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობიდან გამომდინარე, განმცხადებელი/ავიასპეციალისტი შეიძლება შეფასდეს ვარგისად და დაუწესდეს შეზღუდვა.“.

10. 78-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები:

„4. ბორტგამყოლმა, უნდა მიმართოს ავიასამედიცინო ექსპერტს/ავიასამედიცინო ცენტრს შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებაზე;

ბ) ნებისმიერი, როგორც ექიმის რეცეპტით, ისე მის გარეშე დანიშნული მედიკამენტის ერთჯერადი/მრავალჯერადი გამოყენებისას, თუ აღნიშნული მედიკამენტი უარყოფით გავლენას ახდენს მის მიერ ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებაზე;

გ) ქირურგიული ჩარევის ან სხვა სახის მკურნალობის შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე. 

5. ბორტგამყოლი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ავიასამედიცინო ცენტრს/ავიასამედიცინო ექსპერტს, თუ:

ა) ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია ან სხვა ინვაზიური პროცედურა;

ბ) იწყებს რომელიმე მედიკამენტის რეგულარულ გამოყენებას;

გ) გადაიტანა ტრავმა, რამაც გამოიწვია მის მიერ ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულების უუნარობა;

დ) დაავადდა სერიოზული დაავადებით, რომელიც იწვევს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულების უუნარობას. 

ე) არის ორსულად;   

ვ) გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

6. ავიასამედიცინო ექსპერტის/ავიასამედიცინო ცენტრის მიერ უნდა შეფასდეს ბორტგამყოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მისი ვარგისობის შესახებ, საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელებისათვის.

7. ბორტგამყოლმა არ უნდა განახორციელოს საქმიანობა ბორტზე და არ გამოიყენოს ავიასპეციალისტის მოწმობით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება, რამაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ავიასპეციალისტის მოწმობით გათვალისწინებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებას.“.

11. დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 და 162 მუხლები:

„მუხლი 161.  სასწავლო  კურსი საავიაციო მედიცინაში

1. საავიაციო მედიცინაში სასწავლო პროგრამა უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან.

2. სასწავლო  პროგრამა უნდა აკმაყოფილებდეს №10 დანართით განსაზღვრულ პირობებს.

3. სწავლების ბაზისური  და შემდგომი განათლების კურსი უნდა დასრულდეს წერითი გამოცდით.

4. განმცხადებლის მიერ გამოცდის წარმატებით ჩაბარების  შემთხვევაში სასწავლო დაწესებულება, რომელმაც უზრუნველყო სწავლება,  გასცემს სერტიფიკატს.

მუხლი 162. განმეორებითი სწავლება საავიაციო მედიცინაში

1. განმეორებითი სწავლების საათების  პროპორციული რაოდენობა უზრუნველყოფილი ან ჩატარებული უნდა იყოს სააგენტოს ან სამედიცინო შემფასებელის  პირდაპირი მეთვალყურეობის ქვეშ.

2. ავიასამედიცინო  ექსპერტებისთვის განმეორებითი სწავლება უნდა შეადგენდეს  20 საათს, რომელიც მოიცავს:

ა) სამეცნიერო კონგრესებზე და შეხვედრებზე დასწრებას;

ბ) საფრენოსნო ეკიპაჟთან ერთად მიღებულ ფრენის გამოცდილებას;

გ) საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინაში დამკვირვებლის სავარძლიდან   საფრენოსნო გამოცდილებას;

დ) საწაფზე ფრენის გამოცდილებას;

ე) საჰაერო ხომალდის მართვას.

3. სამეცნიერო შეხვედრებს,  რომელიც ავიასამედიცინო ექსპერტს  ანიჭებს კრედიტ-საათებს, მიეკუთვნება:

ა) ავიაციის საერთაშორისო აკადემიისა და კოსმოსური მედიცინის ყოველწლიური შეხვედრა;

ბ) კოსმოსური მედიცინის ასოციაციის ყოველწლიური სამეცნიერო შეხვედრა;

გ) სხვა სამეცნიერო შეხვედრები ორგანიზებული სამედიცინო შემფასებლის მიერ.“.

12. 35-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პერიფერიული არტერიების დაავადება, ქირურგიულ ჩარევამდე ან მის შემდეგ“;

„გ) უმნიშვნელო,  ფუნქციონალური,  კარდიალური სარქვლოვანი ანომალიები“;

„თ) არტერიული ან ვენური თრომბოზები“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელს, სისხლის შრატში ლიპიდური სპექტრის  განსაზღვრა, ქოლესტერინის ჩათვლით, უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო სერტიფიკატის გაცემისას და პირველი გამოკვლევისას 40 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.“.

13. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სისხლის წნევა მუდმივად აღემატება სისტოლური 160 მმ/ჰგ ან დიასტოლური 95 მმ/ჰგ-ს, მკურნალობით ან მკურნალობის გარეშე“;

14. 37-ე მუხლის  პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება საეჭვო კარდიალური იშემია ან ასიმპტომატურად მიმდინარე, მცირედ გამოხატული კორონარული არტერიის დაავადება, რომელიც არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას, ვარგისად შეფასებამდე უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და გაიაროს კარდიოლოგიური გამოკვლევა, მიოკარდიული იშემიის გამოსარიცხად“. 

„3. განმცხადებელი, რომელსაც აღენიშნება მიოკარდიუმის იშემია, კორონარული არტერიების დაავადება გამოხატული სიმპტომატიკით, შეფასდება არავარგისად.

4. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზით აღენიშნება მიოკარდიალური იშემია, მიოკარდიუმის ინფარქტი ან რევასკულარიზაციით მიმდინარე კორონარული არტერიული დაავადებები, უნდა შეფასდეს არავარგისად“.

15. 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სუპრავენტრიკულური რიტმის დარღვევა, წყვეტილი ან დადგენილი სინოატრიული დისფუნქციის ჩათვლით, წინაგულების ფიბრილაცია ან / და მოციმციმე არითმია და უსიმპტომო სინუსური  პაუზები;

ბ) ჰისის კონის მარცხენა განშტოების სრული ბლოკირება“;

„ზ) ბრუგადას ტიპის ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე“. 

16. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმცხადებელმა, ვარგისად შეფასებამდე, უნდა გაიაროს რესპირატორული სისტემის შემოწმება დამაკმაყოფილებელი შედეგებით, თუ სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზში აღენიშნება: 

ა) ასთმა, რომელიც მოითხოვს მკურნალობას;

ბ) რესპირატორული სისტემის მწვავე ანთებით დაავადებები;

გ) აქტიური სარკოიდოზი;

დ) პნევმოთორაქსი;

ე) მთვლემარე აპნოეს სინდრომი;

ვ) დიდი მასშტაბის თორაკალური ქირურგია;

ზ) პნევმონექტომია.“.

17. მე-40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმცხადებელს, არ უნდა აღენიშნებოდეს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან მისი მიმდებარე ორგანოების რომელიმე ნაწილის  ფუნქციური და სტრუქტურული დაავადება. განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან მისი მიმდებარე ორგანოების რომელიმე ნაწილის დაავადების რაიმე გართულებით, ქირურგიული ჩარევით, ნებისმიერი ობსტრუქციით, სტრიქტურით, ან კომპრესიით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უუნარობა ფრენის დროს.“.

ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ან მის ახლომდებარე ორგანოებზე ქირურგიული ოპერაციები, იმ ოპერაციების ჩათვლით, რომელიც გულისხმობს მათ სრულ ან ნაწილობრივი ამოკვეთას ან რომელიმე ამ ორგანოს გადახრას“.

18. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ლიმფური კვანძების მნიშვნელოვანი გადიდება“.

19. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს რაიმე სახის ფსიქოლოგიური ნაკლოვანებები, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე“.

20. მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სუპრავენტრიკულური რიტმის დარღვევა, წყვეტილი ან დადგენილი სინოატრიული დისფუნქციის ჩათვლით, წინაგულების ფიბრილაცია ან/და მოციმციმე არითმია და უსიმპტომო სინუსური  პაუზები“;

 „ზ)  ბრუგადას ტიპის ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე“. 

21. დანართი №7 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

22. დაემატოს დანართი 10 თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე




დანართი №7

პირველი და მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის შეზღუდვები

 

კოდი

შეზღუდვა

დააწესა

გააუქმა

TML

ძალაშია მხოლოდ ..... (თარიღი)

ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი/სააგენტო

სააგენტო

VDL

უნდა ატაროს მაკორეგირებელი სათვალე და თან ჰქონდეს სათადარიგო სათვალე

ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი/სააგენტო

სააგენტო

VML

უნდა ატაროს მულტიფოკალური სათვალე და თან ჰქონდეს სათადარიგო სათვალე

ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი/სააგენტო

სააგენტო

VNL

უნდა ატაროს მაკორეგირებელი სათვალე ახლო მანძილზე მხედველობისათვის და თან ჰქონდეს სათადარიგო სათვალე

ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი/სააგენტო

სააგენტო

VCL

ძალაშია მხოლოდ დღისით

სააგენტო

სააგენტო

CCL

კორექცია მხოლოდ კონტაქტური სათვალით

სააგენტო

სააგენტო

OML

ვარგისია როგორც მხოლოდ მეორე პილოტი ან ვარგისია კვალიფიცირებულ მეორე პილოტთან ერთად  

სააგენტო

სააგენტო

OFL

ძალაშია მხოლოდ ბორტინჟინრის მოვალეობების შესრულებისას

სააგენტო

სააგენტო

OCL

ძალაშია მხოლოდ მეორე პილოტის შემთხვევაში

სააგენტო

სააგენტო

HAL

ძალაშია მხოლოდ სმენის დანამატებთან ერთად

სააგენტო

სააგენტო

OSL

პილოტს შეუძლია განახორციელოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, თუ საჰაერო ხომალდის ბორტზე იმყოფება სხვა პილოტი, რომელსაც გააჩნია სრული კვალიფიკაცია, განახორციელოს საჰაერო ხომალდის მეთაურის მოვალეობა შესაბამისი კლასის ან ტიპის საჰაერო ხომალდზე. ის იკავებს მაკონტროლებელი პილოტის ადგილს იმ საჰაერო ხომალდზე,  რომელიც აღჭურვილია ორმაგი კონტროლის სისტემით

 

სააგენტო

სააგენტო

OAL

შეზღუდვა ნაჩვენებია კონკრეტული საჰაერო ხომალდის ტიპისათვის

 

სააგენტო

სააგენტო

OPL

ძალაშია მხოლოდ მგზავრების გარეშე

 

სააგენტო

სააგენტო

AHL

ძალაშია მხოლოდ ხელით მართვის შემთხვევაში

სააგენტო

სააგენტო

SSL

(სპეციალური შეზღუდვები, მითითებების შესაბამისად)

სააგენტო

სააგენტო

SIC

სპეციალური მითითებები – დაუკავშირდით საავიაციო მედიცინის შემფასებელს (AMA)

სააგენტო

სააგენტო

REV

გადახედვის შემდეგ გაცემული სამედიცინო სერტიფიკატი, შეიძლება მოქმედებდეს სპეციალური ინსტრუქციები, შეიძლება AMA-თან დაკავშირება

სააგენტო

სააგენტო

RXO

საჭიროებს შემოწმებას ოფთალმოლოგის მიერ

ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი/სააგენტო

სააგენტო

APL

ძალაშია მხოლოდ პროტეზთან ერთად

ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტი/სააგენტო

სააგენტო

 

დანართი №10

საავიაციო მედიცინის სასწავლო პროგრამა

 

1. ავიასამედიცინო  ექსპერტებისთვის სწავლების ბაზისური კურსი უნდა შეადგენდეს  თეორიული და პრაქტიკული სწავლების 60 საათს, რომელიც მოიცავს შემოწმების სპეციფიკურ ტექნიკას.

2. ბაზისური კურსის სასწავლო პროგრამა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) ზოგადი საავიაციო მედიცინა;

ბ) კოსმოსისა და ატმოსფეროს ფიზიკა;

გ) ბაზისური სააერნაოსნო საკითხები;

დ) საავიაციო ფიზიოლოგია;

ე) ოფთალმოლოგია, დემონსტრირებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩათვლით;

ვ) ოტორინოლარინგოლოგია, დემონსტრირებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩათვლით;

ზ) კარდიოლოგია და ზოგადი მედიცინა;

თ) ნევროლოგია;

ი) ფსიქიატრია საავიაციო მედიცინაში;

კ) ფსიქოლოგია;

ლ) სტომატოლოგია;

მ) უბედური შემთხვევები და თვითგადარჩენა;

ნ) საავიაციო კანონმდებლობა;

ო) საავიაციო ევაკუაცია, დემონსტრირებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩათვლით;

პ) ფრენა და მედიკამენტები.

3. ავიასამედიცინო  ექსპერტებისთვის სწავლების შემდეგი კურსი უნდა შეადგენდეს  თეორიული და პრაქტიკული სწავლების 60 საათს, რომელიც მოიცავს შემოწმების სპეციფიკურ ტექნიკას.

4. სწავლების შემდეგი კურსის სასწავლო პროგრამა უნდა მოიცავდეს, შემდეგ საკითხებს:

ა) მფრინავის სამუშაო გარემო;

ბ) კოსმოსის  ფიზიოლოგია, დემონსტრირებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩათვლით;

გ) ოფთალმოლოგია, დემონსტრირებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩათვლით;

დ) ოტორინოლარინგოლოგია, დემონსტრირებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩათვლით;

ე) კარდიოლოგია და ზოგადი მედიცინა, დემონსტრირებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩათვლით

ვ) ნევროლოგია/ფსიქიატრია, დემონსტრირებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩათვლით;

ზ) ადამიანური ფაქტორი ავიაციაში, დემონსტრირებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩათვლით;

თ) ტროპიკული მედიცინა;

ი) ჰიგიენა, დემონსტრირებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩათვლით;

კ) კოსმოსური მედიცინა.

5. პრაქტიკული ტრეინინგი ავიასამედიცინო ცენტრში უნდა ჩატარდეს ავიასამედიცინო ცენტრის დირექტორის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით.

6. პრაქტიკული ტრეინინგის წარმატებით დასრულების შემდეგ სააგენტოს უნდა წარედგინოს ანგარიში მონაწილეთა მიერ გამოვლენილი ცოდნის შესახებ.