ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, მამია გურიელის ქუჩის სახელდების შესახებ

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, მამია გურიელის ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 192
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016570
192
24/07/2020
ვებგვერდი, 03/08/2020
000000000.00.101.016570
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, მამია გურიელის ქუჩის სახელდების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №192

2020 წლის 24 ივლისი 

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, მამია გურიელის ქუჩის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ვაკის რაიონში, მამია გურიელის ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევს მიენიჭოს მამია გურიელის სახელი, ახალი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             გიორგი ტყემალაძე