ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბოდავის I ქუჩის მონაკვეთისთვის მხატვრის, იოსებ (სოსო) გაბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბოდავის I ქუჩის მონაკვეთისთვის მხატვრის, იოსებ (სოსო) გაბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016569
191
24/07/2020
ვებგვერდი, 03/08/2020
000000000.00.101.016569
ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბოდავის I ქუჩის მონაკვეთისთვის მხატვრის, იოსებ (სოსო) გაბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №191

2020 წლის 24 ივლისი 

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბოდავის I ქუჩის მონაკვეთისთვის მხატვრის, იოსებ  (სოსო) გაბაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ჩუღურეთის რაიონში, ბოდავის I ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს მხატვრის, იოსებ (სოსო) გაბაშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             გიორგი ტყემალაძე