ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნოდარ დუმბაძის გამზირთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის, ნინო ნეკერიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნოდარ დუმბაძის გამზირთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის, ნინო ნეკერიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 183
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016561
183
24/07/2020
ვებგვერდი, 03/08/2020
000000000.00.101.016561
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნოდარ დუმბაძის გამზირთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის, ნინო ნეკერიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება  183

2020 წლის 24 ივლისი 

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ნოდარ დუმბაძის გამზირთან არსებული უსახელო სკვერისთვის პოეტის, ნინო ნეკერიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. გლდანის რაიონში, ნოდარ დუმბაძის გამზირთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს პოეტის, ნინო ნეკერიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი 64).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             გიორგი ტყემალაძე