დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 25 მარტის №90 ბრძანებით დამტკიცებულ „ნოტარიუსობის კანდიდატის კონკურსის წესით შერჩევის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (1999 წლის 25 მარტი, №389.012.003.498). | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 241 |
| დოკუმენტის მიმღები | იუსტიციის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 16/08/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40(47), 18/08/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/05/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 389.012.003.758 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 389.012.003.758
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №241
1999 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 25 მარტის №90 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ნოტარიუსობის კანდიდატის კონკურსის წესით შერჩევის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (1999 წლის 25 მარტი №389012003498)
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 3 მაისის კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე და მის შესასრულებლად მიღებულ და იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 25 მარტის №90 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ნოტარიუსობის კანდიდატის კონკურსის წესით შერჩევის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით, ვბრძანებ:
1. 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევი კონკურსის მიზანია ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ისეთი პირების შერჩევა, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიული მომზადების დონით, მაღალი ზნეობრივი თვისებებით და ღირსეულად შეუძლიათ უზრუნველყონ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა კანონიერი ინტერესების დაცვა”.
2. მე-2 მუხლს პირველ პუნქტად დაემატოს:
„1. ნოტარიუსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებამდე იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა პალატის შუამდგომლობის საფუძველზე განიხილავს მოქმედი ნოტარიუსის განცხადებას სამუშაო უბნის შეცვლისა და ვაკანტური ადგილის დაკავების თაობაზე. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დარჩენილ ვაკანსიებზე ცხადდება კონკურსი ამ დებულებით გათვალისწინებული პირობებით”.
3. მე-4 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს სიტყვები: ,,და გავლილი აქვთ ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე და 28-ე მუხლების მეორე პუნქტებით გათვალისწინებული სტაჟირება” და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან აგრეთვე პირები, რომლებსაც ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აქვთ სამეცნიერო ხარისხი სამოქალაქო, საერთაშორისო კერძო სამართლის ან სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალობით და გავლილი აქვთ ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე და 28-ე მუხლების მეორე პუნქტებით გათვალისწინებული სტაჟირება”.
4. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი.
5. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტში სიტყვა ,,ჩატარებიდან” შეიცვალოს სიტყვით ,,ჩაბარებიდან”.
6. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები ,,წარდგინების მიღებიდან” შეიცვალოს სიტყვით ,,წარდგენიდან”.
7. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში იუსტიციის მინისტრისათვის ცნობილი გახდა მისთვის წარდგენილი ნოტარიუსობის კანდიდატის მიმართ შემდგომში მისი ნოტარიუსად მუშაობისათვის შეუფერებლობის დამადასტურებელი ფაქტი, მინისტრი უარყოფს წინადადებას კანდიდატის ნოტარიუსად დანიშვნის შესახებ და მის კანდიდატურას განსახილველად უბრუნებს საკონკურსო კომისიას”.
8. დებულების მე-11 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მეხუთე პუნქტი.
ჯ. ხეცურიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები