ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის საზოგადო მოღვაწის მერაბ ელიოზიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის საზოგადო მოღვაწის მერაბ ელიოზიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016559
181
24/07/2020
ვებგვერდი, 03/08/2020
000000000.00.101.016559
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის საზოგადო მოღვაწის მერაბ ელიოზიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №181

2020 წლის 24 ივლისი 

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის საზოგადო მოღვაწის მერაბ ელიოზიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის მერაბ ელიოზიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                             გიორგი ტყემალაძე