დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 25 მარტის №90 ბრძანებით დამტკიცებულ „ნოტარიუსობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (1999 წლის 25 მარტი, №389.012.003.498). | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 242 |
| დოკუმენტის მიმღები | იუსტიციის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 16/08/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40(47), 18/08/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/05/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 389.012.003.757 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 089.012.003.757
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №242
1999 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 25 მარტის №90 ბრძანებით დამტკიცებულ "ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (1999 წლის 25 მარტი №389012003498)
"ნოტარიატის შესახებ" საქართველოს 1996 წლის 3 მაისის კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე და მის შესასრულებლად მიღებულ და იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 25 მარტის №90 ბრძანებით დამტკიცებულ "ნოტარიუსობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის შესახებ" დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნითб ვბრძანებ:
I. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს წინადადება:
"თუ პირს სამეცნიერო ხარისხი მინიჭებული აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული სამეცნიერო დაწესებულებების მიერ, მაშინ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობის მასზე გავრცელებისათვის აუცილებელია საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამეცნიერო ხარისხის საქართველოში გამოყენების შესაძლებლობას".
2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვა"ირჩევს" შეიცვალოს სიტყვით "ნიშნავს" და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "იუსტიციის მინისტრის საკვალიფიკაციო საგამოცდო წევრთაგან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს".
3. მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "საკვალიფიკაციო გამოცდას ნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი წელიწადში ორჯერ – აპრილისა და ნოემბრის თვის ბოლო კვირა დღეს".
4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური ან წერითი ფორმით, რაც განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით".
5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ნოტარიუსობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში პირს ეძლევა ყოველ შემდგომ გამოცდაზე გასვლის უფლება".
6. მე-10 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: "და საგამოცდო ტესტები" და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "საკვალიფიკაციო-საგამოცდო საკითხთა პროგრამას შეიმუშავებს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ნოტარიუსთა პალატის წინადადებათა გათვალისწინებით და ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. საგამოცდო საკითხები ექვემდებარება გამოქვეყნებას".
7. მე-17 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა "ტესტური".
8. აღნიშნულ დებულებას IIათავად დაემატოს "წერითი გამოცდა".
მუხლი 181. წერითი გამოცდის მიზანი
1. წერითი გამოცდის მიზანია გამოსაცდელის თეორიული ცოდნის დონის, საკანონმდებლო მასალის გამოყენების უნარისა და ცხოვრებისეული მოვლენებისადმი ამ ცოდნის მისადაგების შესაძლებლობის შემოწმება.
2. წერითი გამოცდის საკითხი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ შესაძლებელი იყოს გამოსაცდელის როგორც თეორიული ცოდნის, ისე ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების გამოვლენა.
მუხლი 18 2. საგამოცდო ბილეთი
1. წერითი გამოცდა ტარდება საგამოცდო ბილეთების ფორმით. თითოეული ბილეთი შედგება ხუთი საკითხისაგან, რომელთაგან სამი არის თეორიული საკითხი, ხოლო ორი – კაზუსი.
2. საკვალიფიკაციო-საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე საგამოცდო ბილეთის საკითხებს გამოცდის დაწყებამდე არჩევს და ათანხმებს იუსტიციის მინისტრთან.
3. საგამოცდო ბილეთის საკითხები თავსდება კონვერტში და ილუქება.
4. კაზუსის ამოხსნის დროს გამოსაცდელმა უნდა შეძლოს სამართლებრივი კვალიფიკაცია – სამართლებრივი ნორმების მისადაგება ამოსახსნელ კაზუსში მოცემულ სიტუაციასთან. ასევე, მან უნდა შეძლოს ამგვარი გადაწყვეტის დასაბუთება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული არგუმენტებით.
მუხლი 18 3. საგამოცდო ბილეთის შეფასება
1. ბილეთის ყოველი საკითხი ფასდება ხუთქულიანი სისტემით. მაქსიმალური შეფასება არის 5, ხოლო მინიმალური – 0.
2. ყოველ ბილეთზე ქულათა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 25-ს, ხოლო მინიმალური რაოდენობა – 0-ს.
3. ბილეთზე დადებითი შეფასების მიღებად ჩაითვლება, თუ გამოსაცდელი მოაგროვებს 15 ქულას.
მუხლი 18 4. წერითი გამოცდის ჩაბარების დრო
1. წერითი გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ხუთი ასტრონომიული საათი. დროის გადაცილების შემდეგ საგამოცდო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერა შეფასება 0.
2. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. 30-წუთიანი გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი წერითი ნამუშევრის ჩაბარების გარეშე.
მუხლი 18 5. საგამოცდო რვეული
1. წერითი გამოცდის დაწყების წინ გამოსაცდელებს დაურიგდებათ საგამოცდო რვეულები იუსტიციის სამინისტროს სათანადო აღნიშვნებით.
2. გამოსაცდელს არა აქვს უფლება წერითი ნამუშევარი შეასრულოს სხვა რვეულში, გარდა იმისა, რაც მათ გამოცდის წინ მიეცემათ, სხვა რვეულში შესრულებული ნაშრომი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0.
მუხლი 18 6. წინასაგამოცდო ინსტრუქტაჟი
წერითი გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო კომისიის წარმომადგენელი ინსტრუქტაჟს უტარებს გამოსაცდელებს, აუხსნის მათ საგამოცდო რვეულის თავფურცლის შევსების წესს და სხვა ტექნიკურ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ნორმალურად ჩატარებისათვის.
მუხლი 18 7. საგამოცდო ბილეთის გამოცხადება
1. წერითი გამოცდის დაწყებამდე საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეს საგამოცდო დარბაზში შემოაქვს დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ბილეთები და ხსნის მას კომისიის სხვა წევრთა და გამოსაცდელთა თანდასწრებით.
2. საგამოცდო კომისიის ერთ-ერთი წევრი ხმამაღლა წაიკითხავს საგამოცდო ბილეთის საკითხებს.
მუხლი 18 8. წერითი ნამუშევრის გასწორება
1. წერითი გამოცდის დამთავრების შემდეგ თითოეული გამოსაცდელი წერით ნამუშევარს აბარებს საგამოცდო კომისიის წარმომადგენელს.
2. წერითი ნამუშევრის გასწორება ხდება საგამოცდო კომისიის წევრების მიერ ანონიმურად: გასწორების დროს გამსწორებლისათვის უცნობია, თუ ვის ნაწერს ასწორებს. ასევე გამოსაცდელისათვის უცნობია, თუ ვინ გაასწორა მისი წერითი ნამუშევარი.
ჯ. ხეცურიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები