„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017039
110
29/07/2020
ვებგვერდი, 30/07/2020
140130000.22.034.017039
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №110

2020 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს მოსამსახურე  – პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;

ბ) სსიპ-ის მოსამსახურე  – სსიპ-ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამოქალაქო პირი – სსიპ-ში დასაქმებული წოდების არმქონე პირი, რომელიც ინიშნება შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;“

გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც სამინისტროში ან სსიპ-ში, სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს  დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;“;

დ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საშტატო ერთეული წარმოადგენს სამინისტროს მოსამსახურის შესაბამის საშტატო თანამდებობას.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს მოსამსახურეებისათვის (გარდა სსიპ-ის მოსამსახურის და სამინისტროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) – მინისტრი;

ბ) სსიპ-ის მოსამსახურეებისათვის (გარდა სსიპ-ში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) - სსიპ-ის ხელმძღვანელი.“.

3. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირს უფლება აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სსიპ-ის ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმებით.“.

4. მე-12 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

5. მე-13 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. საჯარო მოხელედ, სამოქალაქო პირად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად სამსახურში მიღების წესი“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირად  მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები (ხოლო სსიპ-ებში ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები), რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შრომით ხელშეკრულებას უფორმებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოსა და სსიპ-ის ხელმძღვანელი. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შრომითი ხელშეკრულება, როგორც წესი, უფორმდება 6 თვის ვადით.“.

6. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შემცვლელად ან მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნისას.“.

7. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფუნქცია-მოვალეობების აღწერას (დასაშვებია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის შემთხვევაში);“.

8. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამინისტროს მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შემცვლელი – სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;

ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – დავალების შესრულების ვადით;“.

9. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. სამინისტროს მოსამსახურეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა

სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭებისა და სამინისტროს პირად შემადგენლობაში ჩარიცხვის შემდეგ პირი იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც მოსამსახურე იმყოფება სამინისტროს სპეციალურ აღრიცხვაზე.“.

10. 21-ე მუხლის 111 და 112 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11​​1. სპეციალური საკონკურსო კომისია ცალკეულ შემთხვევებში  სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილია სპეციალური კონკურსის წესით შეარჩიოს სამინისტროს სისტემაში საჯარო მოხელედ ან შრომითი ხელშეკრულებით მისაღები პირი.

11​​​2. სსიპ-ების სპეციალური საკონკურსო კომისია ცალკეულ შემთხვევებში, სსიპ-ის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილია სპეციალური კონკურსის წესით შეარჩიოს სსიპ-ში სამოქალაქო პირად ან შრომითი ხელშეკრულებით მისაღები პირი.“.

11. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, რომელსაც აქვს თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, შეუძლია:

ა) გადაუნაწილოს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;

ბ) დააკისროს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.“.

12. 35-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში გადასვლასთან დაკავშირებით,;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სამსახურიდან დათხოვნა ხდება სამსახურის ვადის გასვლის გამო, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით, გარდა  „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „პ“ და „პ1“  ქვეპუნქტებისა.“.

13. 39-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 39. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის გათავისუფლება სამსახურის ვადის გასვლის გამო“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის ვადის გასვლის გამო გათავისუფლდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც განსაზღვრული ამოცანის შესასრულებლად იყო მიღებული  გარკვეული ვადით.“.

14. 45-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „451“ მუხლი:

„მუხლი 451. გათავისუფლება  სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით

1. სამინისტროს მოსამსახურე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, სამინისტროს სისტემის სხვა დანაყოფში ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.  

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მიერ, სამინისტროს მოსამსახურე დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება სხვა თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან.

3. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს შორის, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის მოსამსახურის გადაყვანის შემთხვევებზე.“.

15. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VII

წოდებები და შემადგენლობა“.

16. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მუხლი 55. სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებები და შემადგენლობა

1. კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური წოდებები და სამხედრო შემადგენლობის წოდებები.

2. სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება;

გ) უფროსი სპეციალური წოდება;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.

3. სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობებია:

ა) რიგითებისა და კაპრალების შემადგენლობა;

ბ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა;

გ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობა;

დ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობა.

4. სამინისტროს მოსამსახურეს სპეციალური ან სამხედრო წოდება ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი სპეციალური ან სამხედრო წოდება, ხოლო მორიგი ან ვადაზე ადრე წოდება ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება.

5. სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანამიმდევრობით. სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით დაუშვებელია.

6. წოდებების მინიჭება:

ა) უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი;

ბ) სამხედრო შემადგენლობის წოდებებს, უფროს სპეციალურ წოდებებს, ვადამდე წოდებებს და ამ წესის 56-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მორიგ წოდებას ანიჭებს მინისტრი;

გ) უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით;

დ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური მომზადების პროგრამის/კურსის გავლის შემდეგ, სამინისტროს მოსამსახურეს ენიჭება  ლეიტენანტის სამხედრო ან უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება.

8. სპეციალური და სამხედრო წოდების მინიჭებისთვის განათლების ცენზი დადგენილია ამ წესის მე-12 მუხლით.

9. უფროსი და უმაღლესი სპეციალური, ასევე უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

10. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ პირებს მათი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოთ შესაბამისი სპეციალური ან სამხედრო წოდება;

11. სამინისტროს სისტემის სხვა სპეციალური წოდების/სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს ან სხვა დაწესებულების სახელმწიფო სპეციალური წოდების/ სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს, თანაბარ სპეციალურ წოდებას (გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებისა) ანიჭებს თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი.“.

17. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მუხლი 56. წოდებები სამსახურში მიღებისას და დათხოვნისას

1. პირს, რომელსაც არა აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება, იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას, რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია უმცროსი სპეციალური წოდება, ენიჭება პოლიციის რიგითის წოდება, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამე არ არის დადგენილი.

2. უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც არა აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება, იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას, რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდება, ენიჭება პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის წოდება, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამე არ არის დადგენილი.

3. სამხედრო რეზერვში მყოფ პირებს და ქალებს, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო წოდება, სამინისტროს სამხედრო სამსახურში მიღების, მათ შორის, ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში მიენიჭებათ სამხედრო წოდება რიგითი.

4. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული ყველაზე უფრო მაღალი სპეციალური ან სამხედრო წოდებით, ან მიენიჭება შესაბამისი თანაბარი წოდება. მოსამსახურეს თანაბარი წოდება მიენიჭება თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.

5. მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამე არ არის დადგენილი.

6. სამინისტროდან, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, სამინისტროში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებით ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.

7. სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირი, რომელმაც სამსახურიდან დათხოვნამდე სამინისტროში ან სხვა უწყებაში იმსახურა მინიჭებული წოდებით დადგენილი ვადა, სამინისტროში შესაბამის თანამდებობაზე მიღებისას მიენიჭება მორიგი წოდება.

8. დათხოვნისას სამინისტროს მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი და გასულია მორიგი სპეციალური ან სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობით შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (გარდა პოლკოვნიკის სპეციალური და სამხედრო წოდებისა), ამავე წესით დადგენილი განათლების ცენზის და თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.“.

18. 57-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მორიგი სპეციალური ან სამხედრო წოდება სამინისტროს მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდების მინიჭებისთვის დადგენილი სამსახურის ვადის გასვლის დღიდან.

2. სსიპ-ის მოსამსახურის მორიგი უფროსი სპეციალური წოდების მისანიჭებლად, შესაბამისი ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი, აგზავნის წარდგინებას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური ან/და სამხედრო წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა,  მორიგი წოდება მიენიჭება დანიშვნის დღიდან (გარდა დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შემთხვევისა).“.

19. 58-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უმაღლესი სპეციალური ან უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამინისტროში სამსახურის ვადა არ წესდება.“.

20. 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს მოსამსახურეს, განსაკუთრებული დამსახურებისათვის, სამსახურის გავლის პერიოდში შეიძლება  მორიგი წოდება  მიენიჭოს ვადაზე ადრე.“.

21. მე-60 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამართლებულ პირებს სამსახურში აღდგენისას, გაცდენილი წლების გათვალისწინებით, ენიჭებათ წოდება, თუ გაცდენილი წლების ჩათვლით მათ ეკუთვნით მორიგი წოდება.“.

22. 63-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებები არ ვრცელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე.“.

23. 71-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხდება მინისტრის ბრძანებით, თუ ამ წესითა და  საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

24. 74-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სსიპ-ის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნას,  თანამდებობიდან გათავისუფლებას, კადრების განკარგულებაში აყვანასა და კადრების განკარგულებიდან დათხოვნას, ასევე საკუთარი ასიგნებების ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა დანიშვნა-გათავისუფლებას (ხელშეკრულების დადება-შეწყვეტა) ახორციელებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სსიპ-ის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, კადრების განკარგულებაში აყავს და კადრების განკარგულებიდან დაითხოვს მინისტრი.“;

ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად მოქალაქეებს ჩარიცხავს, კონტრაქტს უფორმებს, პირველად უმცროს სპეციალურ წოდებას მიანიჭებს, პირადი შემადგენლობიდან ამორიცხავს და სამინისტროდან დაითხოვს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის ვადის გასვლისას „რიგითის“ სამხედრო წოდებას მიანიჭებს მინისტრი.“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის შესაბამისმა დანაყოფებმა უზრუნველყონ საშტატო განრიგის ამ ბრძანებასთან შესაბამისობა ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური