„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017043
114
29/07/2020
ვებგვერდი, 30/07/2020
140130000.22.034.017043
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №114

2020 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 03/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016557) პირველი მუხლის:

1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების (დანართი №1) მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იზოლატორში დამხმარე ფუნქციებს ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

4. იზოლატორში, რომელშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, მოთავსებულ პირთათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს დეპარტამენტის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“.

2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის (დანართი №2):

ა) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამედიცინო მუშაკი – დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს მისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იზოლატორში ან/და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმომადგენელი;“;

ბ) მე-6 მულის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იზოლატორში, რომელშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, პირველად სამედიცინო შემოწმებას ატარებს დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, და შემოწმების შესახებ ადგენს იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმას.“;

გ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რომელშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, ჯანმრთელობის მდგომარეობის/ავადობის ნიშნებისა და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმაში ჩანაწერს აკეთებს დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური