„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 471
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.022189
471
28/07/2020
ვებგვერდი, 29/07/2020
480140000.10.003.022189
„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №471

2020 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2020 წლის 22 ივლისს ხელმოწერილი „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება“.

 

მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს იაპონიის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია