დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ამონაწერი
|
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის სხდომის №18 ოქმიდან
|
IX. ინფორმაცია „საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის შესახებ“ (მომხსენებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლ. დავითაშვილი)
1. საკითხი დამატებულ იქნეს საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში. 2. ინფორმაცია მიღებულ იქნეს ცნობად. 3. საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ვებგვერდზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გ. გახარია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნ. მეზვრიშვილი
საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა
შენიშვნა: 1. ამ ნუსხაში მოხვედრილია ქვეყნები, სადაც დაფიქსირებული იყო დაავადებები ბოლო პერიოდის განმავლობაში: 20 დღე – ჯილეხი, ცხენის გრიპი; 3 თვე – ფუტკრის ამერიკული სიდამპლე, ფუტკრის ევროპული სიდამპლე, ვაროატოზი; 6 თვე – ცოფი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, ცხვრისა და თხის ყვავილი, ფრინველის ინფექციური ბრონქიტი, ნიუკასლის დაავადება, ქლამიდიოზი, მიკოპლაზმოზი, ჰემორაგიული დაავადება, ნოდურალური დერმატიტი; 12 თვე – თურქული, აუესკის დაავადება, ღორის კლასიკური ჭირი, ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი; 2 წელი –კონტაგიოზური პლევროპნევმონია, ცხვრის კატარალური ცხელება (ბლუთანგი), ცხენების ინფექციური ანემია; 3 წელი – წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ღორის აფრიკული ცხელება; 4 წელი – რიფტისველის ცხელება; 5 წელი – ღრუბლისებური ენცეფალოპათია, ცხვრის სკრეპი. 2. ღრუბლისებური ენცეფალოპათიის, ცხვრის სკრეპის, ცხვრის კატარული ცხელების (ბლუთანგი), რიფტისველის ცხელების, წვრილფეხა პირუტყვის ჭირის შემთხვევაში შეზღუდვა წესდება იმპორტის ნებართვის გაცემაზე, პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველის და მათ პროდუქციაზე, ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან. 3. მსხვილფეხა პირუტყვის კონტაგიოზური პლევროპნევმონიის შემთხვევაში შეზღუდვა წესდება პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველებისა და მათი სეს ესნ 02 ჯგუფის მეცხოველეობის პროდუქტის იმპორტზე ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან. 4. ღორის აფრიკული ცხელების და თურქულის შემთხვევაში იმპორტის ნებართვის გაცემის შეზღუდვა წესდება ამ ნუსხით განსაზღვრული სეს ესნ 01 ჯგუფიდან ყველა პოტენციურად ამთვისებელი ცხოველის და სე სესნ 02, 0407, 0408 და 41 ჯგუფის შესაბამის მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტზე ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან. 5. აუესკის, ცხვრისა და თხის ყვავილის, ნოდურალური დერმატიტის, ღორის კლასიკური ჭირის, ამერიკული და ევროპული სიდამპლის შემთხვევაში იმპორტის ნებართვის გაცემა იზღუდება სეს ესნ 01 ჯგუფიდან პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველის და სეს ესნ 02 ჯგუფის შესაბამისი მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტზე, მხოლოდ იმ ადმინისტრაციული ტერიტორიიდან, სადაც დაფიქსირდა დაავადება. 6. ფრინველის მაღალპათოგენური გრიპის, ნიუკასლის დაავადების შემთხვევაში იმპორტის ნებართვის გაცემის შეზღუდვა წესდება პოტენციურად ამთვისებელ ფრინველზე და სეს ესნ 02 და 0407, 0408, 0505 ჯგუფის შესაბამისი მეფრინველეობის პროდუქციაზე, ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან. 7. ჯილეხის, ცოფის, ბრუცელოზის (Br. Melitensis, Br. Abortus) ტუბერკულოზის, ცხენის ინფექციური ანემიის, ცხენის გრიპის, ფრინველის ინფექციური ბრონქიტის, ფრინველის ქლამიდიოზის, ბოცვრის ჰემორაგიული დაავადების, ფუტკრის ვაროატოზის დაფიქსირების შემთხვევაში იმპორტის ნებართვის გაცემა იზღუდება მხოლოდ პოტენციურად ამთვისებელი ცოცხალი ცხოველის იმპორტზე იმ მეურნეობის ტერიტორიიდან, სადაც დაფიქსირდა დაავადება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები