,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/02/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 20/02/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 03/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 00000.00(0).000.000000
  • Word
25
18/02/2009
სსმ, 20, 20/02/2009
00000.00(0).000.000000
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №25

2009 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის  30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონუ­ლი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებუ­ლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებულ დებუ­ლებაში (სსმ III, 2009 წელი, №11, მუხლი №127) შე­ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინა­არსის ,,ი“ ქვეპუნქტი:

,,ი) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.“.

2. მე-9 მუხლის ,,ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

,,ა) მინისტრის აპარატი – მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონა­წი­ლეობა; სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორ­განიზება და სხდომის ოქმის წარმოება; მინისტრის ცალ­კეული დავალებების შესრულება;“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ პუნქ­ტი:

,,ი)  საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური – სამი­ნის­­ტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთა­შო­­რისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების შესაბამის სამ­თავრობო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათთან ურთიერთობის კოორდინაცია; დელეგაციათა ვიზიტების მომ­ზადება-გამართვა, პროტოკოლური უზრუნველყოფა, სამინის­ტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა და შესაბამის ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი               ნ. გილაური