„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 124-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 24/07/2020
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240020.30.056.016087
124-უ.ს.რ.ს.
24/07/2020
ვებგვერდი, 30/07/2020
010240020.30.056.016087
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge) 29.06.2012, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010240020.30.056.016015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი-მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში – უმაღლესი საბჭო) არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და გარანტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვისა და პასუხისმგებლობის დაკისრების წესს.

 მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია უმაღლესი საბჭოს არჩევა;

ბ) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე არჩევნები:

ბ.ა) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილ ვადებში;

ბ.ბ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;

გ) შუალედური არჩევნები – შესაბამის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული არჩევნები, რომელიც ტარდება უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შესავსებად;

დ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომელიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება:

დ.ა) თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და ამ კანონით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა;

დ.ბ) თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში;

დ.გ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით;

ე) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი, ან მთელ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიხედვით, როდესაც მანდატი არც ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ მიეკუთვნა;

ვ) არჩევნების მეორე ტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა;

ზ) არჩევნების (კენჭისყრის) დღე – საერთო, შუალედური ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე, ასევე მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის დღე;

თ) საარჩევნო პერიოდი − არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამისილების ცნობამდე დროის მონაკვეთი;

ი) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე;

კ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;

ლ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;

მ) აქტიური საარჩევნო უფლება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში;

ნ) პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს უმაღლესი საბჭოს წევრად ასარჩევად;

ო) არჩევნებში მონაწილეთა ხმები − ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა, რომელიც დგინდება საარჩევნო ყუთში/ყუთებში არსებული ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების ჯამის მიხედვით და არ მოიცავს ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით მიღებულ ხმებს;

პ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;

ჟ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში;

რ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი;

ს) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად რეგისტრირებული კვალიფიციური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია;

ტ) საარჩევნო ადმინისტრაცია – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია (შემდგომ − უსკო) და მისი აპარატი, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;

უ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე – საარჩევნო კომისიის წევრი და აპარატის თანამშრომელი;

ფ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც უსკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით;

ქ) კვალიფიციური პარტია – პარტია, რომელიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს;

ღ) საარჩევნო ბლოკი – უსკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული 2 ან 2-ზე მეტი პარტიის გაერთიანება;

ყ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე;

შ) მაჟორიტარი კანდიდატი – უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

ჩ) საარჩევნო ოლქი – სამოქმედო ტერიტორია (ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი), რომელშიც ხორციელდება არჩევნების ორგანიზება და ტარდება არჩევნები;

ც) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის შექმნილი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

ძ) საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების დათვლისათვის არჩევნების გამართვისას;

წ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები და მათი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა სხვა წევრები და მათი მოადგილეები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრი და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი, სახელმწიფო რწმუნებული;

ჭ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს;

ხ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

ჯ) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;

ჰ) საარჩევნო კამპანიის ხარჯები – საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა;

ჰ​1) საარჩევნო კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია – ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხარჯების, უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონლისა და მომსახურების, შემოწირულების წყაროს, ოდენობის და მიღების თარიღის შესახებ;

ჰ​2) საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო კამპანიის დროს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა;

ჰ​3) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური კონვერტი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი, საკონტროლო ფურცელი, სარეგისტრაციო ჟურნალი, ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნა-განმარტება და სხვა დოკუმენტაცია;

ჰ​4) ბიომეტრიული რეგისტრაცია − ამ კანონით დადგენილი წესით ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღება და პირადი მონაცემების აღრიცხვა (ანკეტირება), აგრეთვე საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ფლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირზე ეს დოკუმენტი გაიცა ამ კანონით დადგენილი წესით ბიომეტრიული რეგისტრაციის გავლის შემდეგ;

5) სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი;

6) სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

7) მხარდაჭერის მიმღები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირები;

8) კენჭისყრის შენობა – შენობა ან შენობის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის ოთახი;

9) ფოტოასლი – ასლის გადამღები მოწყობილობით გადაღებული ასლი.

მუხლი 3. არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები

უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპებია:

ა) არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაო უფლება:

ა.ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს არჩევნების დღისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ან/და მის შესაბამისად კანონმდებლობით შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება;

ა.ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით   შეზღუდული   აქვთ პასიური საარჩევნო უფლება;

ა.გ) არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში;

ბ) თანასწორი საარჩევნო უფლება:

ბ.ა) არჩევნებში, ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ;

ბ.ბ) ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს;

გ) პირდაპირი საარჩევნო უფლება:

გ.ა) უმაღლესი საბჭოს არჩევნები პირდაპირია;

გ.ბ) უმაღლესი საბჭოს წევრს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ;

დ) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა:

დ.ა) უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით;

დ.ბ) აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

მუხლი 4. არჩევნების საჯაროობა

ამ კანონით დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო სუბიექტების, ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ჩასატარებელი არჩევნებისათვის ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები აითვლება არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან.“.

3. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადება

უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღე უქმე დღეა.

მუხლი 7. უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნა

1. უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს.

2. უმაღლესი საბჭოს არჩევნებს საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

3. თუ გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან 60 დღის ვადაში.

4. უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა (შესაბამისი სამართლებრივი აქტი) ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილების ვადა და პასიური საარჩევნო უფლება

1. უმაღლესი საბჭო შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 18 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 3 დეპუტატისაგან.

2. უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 25 წელი და რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც. უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა.“.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:

) „დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებისა) და მათი მოადგილეები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა (ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა) ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

დ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი;“.

6. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი II. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი უფლებამოსილებები“.

7. მე-10-მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი, სისტემა და შემადგენლობა

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ხოლო უფლებამოსილება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ კანონით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება:

ა) უსკოსა და მისი აპარატისგან;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა უსკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ამ კანონით განსაზღვრული არჩევნების ჩატარებისას, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიები ექვემდებარება უსკოს.

5. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად საერთო არჩევნებისთვის ჩამოყალიბებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

6. უსკოს აპარატის თანამშრომლები (გარდა შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) საჯარო მოხელეები არიან და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

მუხლი 11. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით,რომელსაც დადგენილებით იღებს უსკო.

2. საარჩევნო კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.

3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

4. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი.

5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

6. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

7. სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საარჩევნო კომისიის მდივანი.

8. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.

9. საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

10. საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11. განცხადების/საჩივრის მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის/მომჩივნისთვის გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას/საჩივარს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

12. საარჩევნო კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით.

13. საარჩევნო კომისია არ განიხილავს განცხადებას/საჩივარს, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გამოცემული აქვს განკარგულება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

14. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მეტ დროს მოითხოვს - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს. საარჩევნო დოკუმენტაციისა და არჩევნების შესახებ ინფომაციის ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

15. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებსა და კომისიის წარმომადგენლებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატების თანამშრომლებს, შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს, უსკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის არაუმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად. საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის (მათ შორის, კომისიის წევრის) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში. დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან/კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც. დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე.

16. საარჩევნო კომისიის შენობიდან, კომისიის სხდომიდან, კენჭისყრის შენობიდან პირის გაძევების შესახებ ამ კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს მისი გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას, კომისიის თავმჯდომარე მიმართავს პოლიციას, რომელიც ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს პირის გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

17. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:

ა) ცესკოს, უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს;

ბ) ცესკოს, უსკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს;

გ) შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს;

დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ წარმომადგენლებს;

ე) დამკვირვებლებს.

18. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უნდა ატარებდეს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას).

19. საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო სხდომის მიმდინარეობისას სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.

20. საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის) დღიდან მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.

21. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია ეს მიუთითოს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სათანადო გრაფაში და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.

22. საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

23. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან შესაბამისი თანამდებობის პირების არჩევისთვის ამ კანონით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

24. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არც მდივანი არ ჰყავს, კომისიის სხდომას იწვევს და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.

25. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

26. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისათვის/საარჩევნო კომისიის სხდომის მუშაობისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც/რომლებიც, კანონმდებლობის შესაბამისად, არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტოვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია ამ კანონით.

მუხლი 12. შრომის ანაზღაურება

1. საარჩევნო პერიოდში, უსკოს წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე უსკოს აპარატის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.

2. ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე უსკოს მიერ არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრსა და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან ენიშნებათ შრომის ანაზღაურება.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არასამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება უსკოს მიერ დადგენილი ოდენობით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსკო უფლებამოსილია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ხელმძღვანელი პირებისათვის გასცეს შრომის ანაზღაურება, უსკოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.

6. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა და უსკოს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს უსკო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. საოლქო სარჩევნო კომისიის დროებით წევრებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებიც:

ა) შეყვანილი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ამ მუხლის საფუძველზე მიღებული ხელფასი არ ჩაეთვლებათ ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდებათ სახელმწიფო დაფინანსება;

ბ) იღებენ სოციალურ პაკეტს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი.

8. საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისათვის დაქირავებული, უსკოს აპარატის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების ანაზღაურება არ ექვემდებარება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანების გადახდას.

მუხლი 13. უსკოს შემადგენლობა, უსკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევა

1. უსკო შედგება თავმჯდომარისა და 5 წევრისაგან, ხოლო საარჩევნო პერიოდში ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული დროებითი წევრებისაგან. საარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ უსკოს დროებითი წევრების დანიშვნის, მათი რაოდენობისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-13 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად. პარტიის გადაწყვეტილება უსკოს წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს უსკოს არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. უსკოს თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 5 წლით, გარდა ამ კანონით განსაზღვრული წესით პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა, რომელთა უფლებამოსილების ვადაც განისაზღვრება არჩევნების დანიშვნიდან ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე დროის მონაკვეთით, ხოლო შუალედური/ხელახალი არჩევნების შემთხვევაში კი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

3. უსკოს თავმჯდომარეს/არჩეულ წევრს უფლებამოსილება უწყდება ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. უსკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი. უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. უსკოს თავმჯდომარესა და 5 წევრს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს უმაღლესი საბჭო.

5. უსკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.

6. უსკოს თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში - მისი წარმოშობიდან არაუგვიანეს 15 დღისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 14 დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების პერიოდს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო უსკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი თავმჯდომარის/წევრის არჩევისთანავე.

7. უსკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

8. უსკოს თავმჯდომარედ/წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:

ა) პირი, რომელსაც არა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;

დ) ნასამართლევი პირი;

ე) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;

ვ) დამკვირვებელი.

9. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა.

10. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში ქვეყნდება კანდიდატთა სია.

11. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 5 დღისა საკონკურსო კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს უსკოს თავმჯდომარედ/წევრად ასარჩევად თითო ვაკანსიაზე წარუდგენს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს. კანდიდატების შერჩევიდან/წარდგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ და უმაღლეს საბჭოს წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს და უსკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურას.

12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ უსკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატების უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა, უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს უსკოს თავმჯდომარეს/წევრებს. თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. უსკოს თავმჯდომარე/წევრი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი/კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენამდე.

13. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. თუ ვაკანსია ისევ არ შეივსო, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებისგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

14. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

15. უსკოში უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის ასარჩევად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში ხელახლა წარუდგენს უმაღლეს საბჭოს იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიიღეს უმაღლესი საბჭოს არანაკლებ სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმები, ან არაუგვიანეს 3 დღისა ნიშნავს კონკურსს. იგივე წესი მოქმედებს ასეთი კანდიდატურების არარსებობის შემთხვევაში.

16. უმაღლესი საბჭოს დადგენილება უსკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევის შესახებ წარედგინება უსკოს მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში.

მუხლი 14. უსკოს თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევის წესი

1. უსკოს თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს, შესაბამისი ვაკანსიის წარმოქმნის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უსკო.

2. უსკოს თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

3. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

4. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა უსკოს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.“.

8. მე-15 მუხლის:

) პირველი პუნქტის:

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას, ასევე საგანმანათლებლო პროექტების მომზადებასა და მის უზრუნველყოფას;“;

..) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს ან/და აზუსტებს მათ საზღვრებს;“;

..) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების (პარტიული სიებით) შედეგებს, რის თაობაზედაც დგება უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“;

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებასა და გავრცელებას;“;

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილი ნაწილის (გვარი; სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის - აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით - ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი) უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებაზე;“;

..) „2ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის3“-„16ქვეპუნქტები:

„შ3) განკარგულებით ადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და საწვავით უზრუნველყოფის წესს;

4) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს;

5) განკარგულებით ამტკიცებს უსკოს ბეჭდის სახეს, სტრუქტურას და ლოგოს;

6) თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, განკარგულებით ცნობად იღებს - საარჩევნო ოლქის მიერ ვადაგასული საარჩევნო დოკუმენტაციის განადგურების შესახებ აქტს;

7) დადგენილებით განსაზღვრავს უსკოს წევრების შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს;

8) განკარგულებით განსაზღვრავს საოლქო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს;

9) უფლებამოსილია მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისაგან. გრანტი გამოიყენება უსკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად;

10) განკარგულებით ამტკიცებს უსკოს ადმინისტრაციის სტრატეგიულ და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს;

11) უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა განკარგულებით განსაზღვრავს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებათა ჩამონათვალს;

12) განკარგულებით განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირების პირობებსა და წესს;

13) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს;

14) დადგენილებით იღებს უსკოს მოხელეთა ეთიკის კოდექსს;

15) უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციების და მათ მიერ დანიშნული დამკვირვებლების, მედიის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით განაცხადების წარდგენის, საარჩევნო რეგისტრაციის/აკრედიტაციის ჩატარების წესი და პირობები;

16) უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მათ მიერ დანიშნული დამკვირვებლების, მედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით განცხადების წარდგენის, საარჩევნო რეგისტრაციის/აკრედიტაციის ჩატარების, პარტიების/საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე სხვა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა.“;

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უსკოს დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. უსკოს განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„ლ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება მიღებიდან 3 დღის ვადაში უსკოს ვებგვერდზე.“.

9. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის:

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს (წევრებს), უმაღლესი საბჭოს წევრის (წევრების) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ ადგილმონაცვლეს (ადგილმონაცვლეებს);“;

 ) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ– ამ კომიტეტს გადასცემს უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;“;

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1და2ქვეპუნქტები:

„ი1) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

„ი2) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლებს;“.

10. მე-17 მუხლის:

) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაუშვებელია აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა.

5. იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, დადგენილებით განსაზღვრავს უსკო. საჯარო მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.“;

) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საარჩევნო პერიოდში შრომითი ხელშეკრულებით დასაქირავებელ პირთა რაოდენობას განკარგულებით ადგენს უსკო.“.

11. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საარჩევნო ოლქები, მათი საზღვრები და ნომრები შეესაბამება საერთო არჩევნებისათვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ცესკოს მიერ შექმნილ საარჩევნო ოლქებს.“.

12. მე-19 მუხლის:

) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრი. ერთ წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს უსკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, ხოლო 6 წევრს ნიშნავენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-13 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიები.

2. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს უსკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, უსკოს ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 12-მდე შეავსოს.“;

) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება, რომელშიც მდებარეობს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო ან მერია, პარტია, სასამართლო, პოლიციის დანაყოფი ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო პერიოდში უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებებით დაიქირაოს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) უსკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის წევრები არ არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები და მათზე არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.“.

13. მე-20 მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა:

ა) უფლებამოსილების ვადის გასვლისას – კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღე;

ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.“;

) მე-4 პუნქტისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

გ) უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის - თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;“;

) მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები უსკოს უნდა დაუბრუნდეს 2 დღეში, მაგრამ არაუგვიანეს რეგისტრაციის ბოლო დღისა.

6. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს უსკო ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო, დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან ცხადდება.

7. საოლქო საარჩევნო კომისიაში უსკოს/პარტიის მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლეს 3 დღის ვადაში ირჩევს უსკო/ნიშნავს პარტია.“.

) მე-8 პუნქტის:

.) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„ა1) პირი, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისათვის არ შესრულებია 21 წელი;“;

.) „“-„ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

გ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, - სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;

დ) ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა);“;

) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე დანიშნულ/არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ უსკოს მიერ შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე.“.

14. 21- მუხლისქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1და2ქვეპუნქტები:

„თ1) განკარგულებით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

2) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას;“.

15. 22- მუხლის:

) პირველი პუნქტისქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1“-„3ქვეპუნქტები:

 „გ1) შრომით ხელშეკრულებებს დებს საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალთან;

2) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;

3) განკარგულებით იწვევს საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს და განსაზღვრავს პირველი სხდომების დღის წესრიგს;“;

) მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;“.

16. 23- მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისთვის, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას უბნების საზღვრების მითითებით. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საარჩევნო უბნები, მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები შეესაბამება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულ საერთო არჩევნებისათვის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილ უბნებს. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 40 დღისა.“;

) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას აძლევენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ უნდა აღემატებოდეს.“;

) მე-4-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამონაკლის შემთხვევებში (პენიტენციური დაწესებულება, საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, სათნოების სახლი, მიუსაფართა თავშესაფარი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი და სხვა სოციალური მიზნის მქონე დაწესებულება, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-15 დღისა. ამ პუნქტით განსაზღვრული დაწესებულება, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ს არ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს.

5. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ მუნიციპალიტეტის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები დაუყოვნებლივ ქვეყნდება.

6. აკრძალულია ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მოსამსახურეებისათვის მათი შესაბამისი ქვედანაყოფების ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების შექმნა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, საკონტაქტო ტელეფონის ნომრებსა და სხვა რეკვიზიტებს.“.

17. 24- მუხლის:

) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, იმ პირობით, რომ მას მხარს დაუჭერს მათ შორის შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული სამი წევრი მაინც. ამ პუნქტით განსაზღვრულ არჩევის პროცედურაში არ მონაწილეობს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი, (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი). დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული იყო პოლიტიკური პარტიის მიერ.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები.“;

) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.“;

) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:

ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირები;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

5. საუბნო საარჩევო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს საჯარო მოსამსახურე (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა). მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ დადგენილი მოთხოვნები. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად საჯარო მოსამსახურის დანიშვნის/არჩევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში დროებით შეიძლება შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.“.

18. 25- მუხლის:

) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს. ამავდროულად, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არ შეიძლება იყვნენ ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები.

2. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში - მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.“;

) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე დღისა და არაუგვიანეს 46-ე დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრის არჩევამდე, შესაბამის კანდიდატთა სია ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-10 დღისა და არაუგვიანეს მე-9 დღისა.

5. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს 45-ე დღისა და არაუგვიანეს მე-40 დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ – არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-14 დღისა და არაუგვიანეს მე-9 დღისა.“;

) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. თუ კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტია ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყენებს ამ უფლებას, ის კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში.“;

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიის წევრთა სიას – არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა.“;

) მე-9-მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო საარჩევნო კომისიის ან უსკოს მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის შესავსებად კომისიის წევრის არჩევის უფლება ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან უსკოს.

10. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, გადაწყვეტილებას იღებს უსკო.

11. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც იგი აირჩა/დაინიშნა. პარტიის გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უნდა დაერთოს კომისიის წევრად დანიშნული პირის საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის კომისიის წევრად დანიშნული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირის თანხმობა.

12. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ან/და წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი ამ საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან უსკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც აირჩია/დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან უსკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.“;

) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდება, რომ ეს პირი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მისი წარდგენის მომენტისათვის არის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრი ან/და წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით 1 დღიან ვადას საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.“;

) მე-14-მე-18 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საერთო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება კომისიის შექმნიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.“.

19. 26- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან.“;

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას;“;

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„დ1) საჭიროების შემთხვევაში, არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებების ან/და სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობისას;“.

20. 27- მუხლის:

) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის;“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.“;

) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოს ან საარჩევნო კომისიის მიერ მის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხდება კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადასტურება და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში აღნიშნულ კომისიის წევრზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-20 მუხლის მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები.“.

21. 28- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უსკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით (გარდა ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):

ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევის შემთხვევაში 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური;

ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;

გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი;

დ) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია საკონკურსოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;

ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში უსკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან უსკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში;

ვ) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში;

თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი;

ი) საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას.“;

) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კომისიის წევრს იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/ დანიშვნის შემთხვევაში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება არჩევის/დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, რასაც შესაბამისი საარჩევნო კომისია ცნობად იღებს და აფორმებს საარჩევნო კომისიის სხდომის საოქმო ჩანაწერით.“;

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პარტიების მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-13 მუხლისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ სასამართლოს გადაწყვეტილებით.“;

) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 15 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს.“.

22. 29- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უსკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს არანაკლებ უსკოს სრული შემადგენლობის ორი მესამედი. უსკოს დადგენილებას ხელს აწერენ უსკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და უსკოს მდივანი. უსკოს დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე, თუ ამავე დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა განსაზღვრული. აკრძალულია უსკოს დადგენილების მიღება კენჭისყრამდე ბოლო 4 დღის განმავლობაში. უსკოს დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია მისი მიღების მომენტიდან. უსკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა განთავსდეს უსკოს ვებგვერდზე.“.

23. 30- მუხლის:

) მე-2 პუნქტის:

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელი, გვარი;“;

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);“;

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისათვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისათვის, აგრეთვე პირისათვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე - „იმყოფება უცხოეთში“);“;

) მე-2 პუნქტსქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისდაქვეპუნქტები:

„ზ) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში);

თ) სქესი.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები, როგორც წესი, შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“;

დ) მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად. საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების განხორციელება ხდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესის მიხედვით.

6. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა ცესკო უსკოს გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთიან სიას. უსკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მის ყოველ საარჩევნო ოლქში.

7. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო არჩევნებისათვის ფორმირებული ამომრჩეველთა ერთიანი სია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ერთიან სიას.“;

) 71 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72-74 პუნქტები:

„72. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, ამ კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას (არასაარჩევნო პერიოდში − ბოლო საერთო არჩევნებისას რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციას), ამომრჩეველს უფლება აქვთ, გაეცნონ უსკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, გაეცნოს მხოლოდ შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

73. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსია ამ მუხლის 72 პუნქტით განსაზღვრულ პირს გადაეცემა მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.

74. საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა ცესკოს და უსკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო, საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა - საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.“.

24. 31- მუხლის:

) პირველი პუნქტის:

.) ,,1ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ1) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არაუგვიანეს 6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;“;

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ამ მოსამსახურეთა სიას ადგენენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები და გადასცემენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას სპეციალური სიების საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიებს, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა - საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიებს.“;

) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს მაჟორიტარული ან/და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ მუხლის 52 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით.

52. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი უმაღლესი საბჭოს პროპორციული/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ხმას აძლევს შესაბამისი სამხედრო დანაყოფის/ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე (უბნებზე).“.

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს:

ა) უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში;

ბ) უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე განთავსებულია არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, არჩევნების დღემდე არანაკლებ 6 თვით და არჩევნების დღიდან სულ მცირე 6 თვით ან მეტი ვადით, ან თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.“;

) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მოსამსახურეები, გარდა იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უმაღლესი საბჭოს პროპორციული/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ხმას აძლევენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.“.

25. 32- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ:

ა) ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;

ბ) ამომრჩეველი იმყოფება პატიმრობაში;

გ) ამომრჩეველი იმყოფება ადმინისტრაციულ პატიმრობაში;

დ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

ე) ამომრჩეველი:

ე.ა) მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული;

ე.ბ) ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული პირია და კენჭისყრის პერიოდში განსაკუთრებული სამსახურებრივი პირობების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ტოვებს სამუშაო ადგილს;

ე.გ) მსახურობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია;

ვ) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.“;

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი);“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.“.

26. 33- მუხლის მე-2 პუნქტის:

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„ბ1) რეგისტრირებულია საზღვარგარეთ, აღინიშნება „რეგისტრირებულია საზღვარგარეთ“;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შენაერთების ვადიან სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, აღინიშნება „სამხედრო სამსახურშია“;“.

27. 34- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები;“.

28. 35--38- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 35. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

1. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

2. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, უსკოსათვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით, პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, ეს სააგენტო უსკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და თუ პარტია რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის) მას დამატებით პარტიის რეგისტრაციის ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან არ მოეთხოვება. ამ შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს თავმჯდომარის მიერ პარტიის რეგისტრაციაში გატარების დამადასტურებელი დამოწმებული დოკუმენტი (შესაბამისი სამართლებრივი აქტი).

4. განცხადებაში უნდა აღინიშნოს:

ა) სახელწოდება და თუ გამოიყენება მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;“;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) სახელი, გვარი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით) და ტელეფონის ნომერი;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

ბ) იმ საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს ან/და უსკოს უფრო ადრე წარედგინა;

გ) საქართველოს პარლამენტის ან უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

6. უსკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებას და თანდართულ საბუთებს და კომისიაში განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს.

7. დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა უსკოს თავმჯდომარე:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა და მას ეძლევა 3 დღე განცხადებისა და საბუთების სრულყოფისათვის;

გ) ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესწორებული განცხადებებისა და საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან 2 დღეში. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

8. პარტია რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა უსკოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა არანაკლებ 3000 მხარდამჭერის ხელმოწერა. პარტიას მხარდამჭერთა სიის ბლანკები უნდა გადაეცეს უსკოს შესაბამისი სამსახურის მიერ, კომისიაში განცხადების წარდგენისთანავე.

9. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ გაუქმდა მისი შემცველი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია ამ კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

დ) თუ იგი არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გავიდა ან გაირიცხა საარჩევნო ბლოკიდან, ბლოკის მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ;

ე) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;

ვ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა მის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.

მუხლი 36. მხარდამჭერთა სიები

1. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

2. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს უსკო.

3. მხარდამჭერთა სიის ბლანკში ამომრჩევლმა პირადად უნდა შეიყვანოს მისი:

ა) სახელი და გვარი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

დ) ხელმოწერის თარიღი;

ე) ხელმოწერა.

4. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.

5. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება (სახელი და გვარი), რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივასაც მხარს უჭერს ამომრჩეველი.

მუხლი 37. მხარდამჭერთა სიების შემოწმება

1. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით პარტიის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური.

2. საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური თანმიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური ზემოაღნიშნული წესით. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე. საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია, ასევე თუ პარტია ამ კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს მხარდამჭერთა სიებს.

3. თუ მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე უსკოს სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულებას (ამ განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

4. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;

დ) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ე) საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ვ) ხელმომწერი პირი შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით და განცხადებაზე მისი ხელმოწერა დამოწმებული იყო სანოტარო წესით;

ზ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

თ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი.

5. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები.

6. ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირი პირადად აგებს პასუხს შესაბამის ბლანკზე დატანილი მონაცემების/ინფორმაციის, საკუთარი ხელმოწერისა და მხარდამჭერი პირის ხელმოწერის ნამდვილობისათვის. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მას პირადად ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

7. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში, ხოლო კანდიდატის მხარდამჭერთა სიისა – მისი წარდგენიდან 3 დღეში.

8. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს.

9. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ უსკოს წევრებს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და უსკოს სათანადო სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში – აგრეთვე სასამართლოს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდება პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გასაჩივრების ვადის გასვლიდან 10 დღეში ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში.

მუხლი 38. საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება.

1. უსკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 43-ე დღისა უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.

2. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, ასევე ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პარტიის (გარდა ამავე ბლოკში გაერთიანებული პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება უსკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო ან უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

4. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

 ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების ჩამონათვალი;

გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება;

დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში ახალი პარტიის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის გაუქმების წესები;

ე) პირი (პირები), რომელსაც აქვს საარჩევნო ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება;

ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი;

ზ) საარჩევნო კამპანიის ხარჯებზე პასუხისმგებელი პირების, მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის წესი;

თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.

5. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი არჩევნებისას არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.

6. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების მიღებისთანავე უსკოს სათანადო სამსახური საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.

7. უსკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას და არაუგვიანეს უსკოში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს. უსკოს თავმჯდომარე დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს − წერილობით აცნობებს ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები უსკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა. რეგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას უსკოს თავმჯდომარე იღებს შესწორებული საბუთების მიღებიდან 2 დღის ვადაში. თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს.

8. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შევიდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც საკმარისია, რომ უსკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.

9. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.

10. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს, გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ, გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.

11. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე.

12. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა უსკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.

13. საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ საარჩევნო ბლოკი დაიშალა ან ბლოკიდან მისი წევრი პარტიის (პარტიების) გასვლის, გარიცხვის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა;

გ) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;

დ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა ბლოკის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.“.

29. 39- მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. წარდგენილ სიაში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 18-ზე ნაკლები და 30-ზე მეტი.“;

) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს განცხადებით უნდა წარუდგინოს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა საჯაროა და ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

8. თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათთან, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლთან და ფოტოსურათთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს 2 ეგზემპლარად, გარდა უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობისა რომელიც კომისიას ერთ ეგზემპლარად წარედგინება, აღნიშნული დოკუმენტის თითო ეგზემპლარი და კომისიის მიერ დამოწმებული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის ასლი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“;

) მე-9 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელი, გვარი;“;

) მე-10 პუნქტის:

..) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელი, გვარი;“;

..) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოში არანაკლებ 5 წლის ცხოვრების ფაქტი;“.

30. 41- მუხლის:

) პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, ხოლო საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი − შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.

2. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების შესახებ იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და უსკოს თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

4. პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციას/რეგისტრაციაზე უარის თქმას ახორციელებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში. პარტია/საარჩევნო ბლოკი ვალდებულია მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ამ კანონით დადგენილ ვადაში წარუდგინოს უსკოს.“;

) მე-5 პუნქტისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დარღვეულია ამ კანონის 54-ე ან/და 55-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები;

ზ) უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება.“.

31. 42- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი წარმდგენი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ გაუქმდა:

გ.ა) მისი წარმდგენი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია;

გ.ბ) მისი წარმდგენი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია ამ კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე,

გ.გ) იმ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია, რომელიც მისი წარმდგენი საარჩევნო ბლოკის უფლებამონაცვლე იყო.

გ.დ) მისი წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე;

დ) თუ იგი გარდაიცვალა;

ე) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

32. 43- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“.

) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-13 პუნქტები:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება არჩევნების მეორე ტურზე.

12. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს კენჭისყრის დღიდან უსკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, წერილობითი განცხადებით მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, უსკოს მიერ არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე არაუგვიანეს 1 დღისა. თუ უსკოს თავმჯდომარე არ გამოსცემს განკარგულებას ამ პუნქტით დადგენილ ვადაში, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება განცხადების წარდგენის მომდევნო დღიდან. ადგილმონაცვლის განსაზღვრისას დაცული უნდა იყოს ამ კანონის 762 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული გენდერული პროპორცია.

13. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება (თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია პარტიულულ სიით) არ იწვევს მისი პარტიულ სიაში საარჩევნო რეგისტრაციიის გაუქმებას/მოხსნას.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატების არჩევნებიდან მოხსნის შესახებ ინფორმაციას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს უსკო.“.

33. 45- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, უსკო დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებით წესს.“.

34. 46-ე და 47-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 46. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები

1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან უსკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია უსკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

4. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია ცესკოში, ამ ორგანიზაციას უფლება აქვს წარადგინოს არაუმეტეს ორი დამკვირვებელი – მხოლოდ უსკოში.

5. იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და თუ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მას დამატებით უსკოში რეგისტრაცია არ მოეთხოვება ამ შემთხვევაში სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს მდივანს, განცხადებას თან უნდა ერთოდეს ცესკოს მიერ დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაბამისი სამართლებრივი აქტი).

6. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

გ) მუნიციპალიტეტის მერის და მისი მოადგილისა;

დ) მოსამართლისა;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;

ვ) პროკურატურის თანამდებობის პირისა;

ზ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

თ) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ი) სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლისა;

კ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლისა.

7. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;

ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება;

გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა;

დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;

ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.

8. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირდება უსკოში. ამასთანავე, უსკო უფლებამოსილია ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა.

9. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრირებულია ცესკოში, ამ ორგანიზაციას უფლება აქვს წარადგინოს არაუმეტეს ორი დამკვირვებელი – მხოლოდ უსკოში.

10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას.

მუხლი 47. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

1. საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს უსკო (თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, დამკვირვებელი ორგანიზაცია, თუ იგი რეგისტრირებულია ცესკოს მიერ, უსკოში დამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებს).

2. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისია დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის უსკოს.

3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა და უნდა წარუდგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც (რომლებშიც) ეს ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ამონაწერი, რომელიც მომზადებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, გაცემული უნდა იყოს საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში და მასში მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი/პირები. ორგანიზაციის რეგისტრაციის მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობისა და ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გადამოწმების/დადასტურების მიზნით სააგენტო უსკოს უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.

5. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა და უნდა წარუდგინოს მას სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან მხოლოდ განცხადება უნდა წარადგინოს. უსკო განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა, წყვეტს ამ პუნქტით განსაზღვრული ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.

6. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს, დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა. საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.

7. უსკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-2 დღისა უსკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები. ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას ადგენს უსკო განკარგულებით.

8. უსკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა უსკოს მდივანს უსკოს მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი დამკვირვებლები აკმაყოფილებენ ამ კანონის 46-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე უსკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია (გვარის, სახელის, რეგისტრაციის ადგილისა და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის მითითებით) და თითოეული მათგანის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო ან/და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნული დამკვირვებლების სია და ზემოაღნიშნული დოკუმენტები.

9. რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა აღნიშნული ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

10. უსკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს, დაკვირვება განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში, ამ კანონის 46-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.

11. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

12. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილი არიან, კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელონ შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში, ამ კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.

13. რეგისტრირებულ ადგილობრივ ან/და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას უფლება აქვს ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 10 დღისა, უარი განაცხადოს არჩევნების დაკვირვებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საკითხს.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით დამკვირვებლის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში, რეგისტრაციის გაუქმებიდან მე-2 დღეს შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, გამოსცემს განკარგულებას დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელთა რეგისტრაციის გაუქმების (დამკვირვებლის სტატუსის გაუქმების) შესახებ. დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის კომისიაში დააბრუნოს დამკვირვებლის მოწმობა.“.

35. 48- მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„ე1) დააკვირდეს კენჭისყრის დღეს საჩივრების რეგისტრაციის პროცესს;“.

36. 49- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 49. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება

1. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, უფლება აქვს, არჩევნებისას დანიშნოს მხოლოდ 2 წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში.

3. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები და თუ პარტია/საარჩევნო ბლოკი ერთდროულად მონაწილეობს ზემოაღნიშნულ არჩევნებში, ასეთ შემთხვევაში პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს დანიშნოს არაუმეტეს ორი წარმომადგენელი – მხოლოდ უსკოში. უსკოში ან საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიებში.

4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან.

5. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს:

ა) ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი;

ბ) სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

გ) საარჩევნო კომისიის წევრი;

დ) ადგილობრივი დამკვირვებელი;

ე) პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი უსკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს უსკოს თავმჯდომარეს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში უსკოს თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო კომისიაში (უსკოს გარდა) წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს ზემდგომი საარჩევნო კომისიის მდივანს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ზემდგომი საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

8. საოლქო და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა წარედგინოს იმ საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომლის თავმჯდომარემაც გაატარა რეგისტრაციაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.

9. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში. აღნიშნულ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.“

10. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 67-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით.

11. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დანიშნოს/გამოიწვიოს/შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, გარდა კენჭისყრის დღის წინა დღისა და კენჭისყრის დღისა. საარჩევნო სუბიექტმა ამის თაობაზე უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“.

37. 50- მუხლის:

) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა. განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები. ორგანიზაციის მიმართვის შემთხვევაში განცხადებას უნდა ერთოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულია საარჩევნო კომისიისათვის განცხადების წარდგენამდე ბოლო 10 დღის ვადაში. მასში მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი/პირები. ორგანიზაციის აკრედიტაციის მომენტისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით სააგენტო უსკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზების ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. ამ პუნქტში აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ ესაჭიროებათ უცხოური პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.

4. განცხადების წარდგენიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).“;

) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა პრესა/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა შესაბამისი პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი, აკრედიტაციის მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის ასაკის პირი, რომელიც იმავდროულად არ შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/ სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ან სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი.“;

) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი განისაზღვრება უსკოს დადგენილებით.“.

38. 51- და 52- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 51. მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებები

მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად.

მუხლი 52. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა

წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაცია) წარმოება და საინფორმაციო უზრუნველყოფა რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესითა და დადგენილი ვადებით, იმ პირობით, რომ უფასო საეთერო დროის გამოყოფის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სხვა მაუწყებლებისათვის გათვალისწინებული ვალდებულებები შესაბამისად ვრცელდება იმ მაუწყებლებსა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებზე, რომელთა სათავო ოფისებიც განლაგებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთობლივად ჩატარების შემთხვევისა.“.

39. 52- მუხლის შემდეგ დაემატოს 521 მუხლი:

მუხლი 521. სააგიტაციო მასალა

ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის დამზადება, ადგილების გამოყოფა მასალების გამოფენისათვის, სააგიტაციო მასალების განთავსების აკრძალვა და ბეჭდვითი სააგიტაციო მასალების ეგზემპლიარების შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენა რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.“.

40. 55- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 55. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში შემდეგი სახის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება:

ა) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენებაზე, გარდა მუნიციპალიტეტის მერისა და სახელმწიფო რწმუნებულისა.“.

41. 56- მუხლის:

) პირველი პუნქტისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;

გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.“;

) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

4. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე, აგრეთვე ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.“;

) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-9 პუნქტები:

„5. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ეკრძალება არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს შესახებ.

6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ კენჭისყრის შენობის მოწყობის ან/და სარემონტო სამუშაოების დაფინანსებაზე.

7. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო ან აუდიო მასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. იმავე პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.

8. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მუნიციპალიტეტის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

9. ამ მუხლში გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო პროექტებისა და პროგრამების განხორციელების აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.“.

42. 57- მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნება ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყოფა უსკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე, უსკო უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ/საქალაქო სასამართლოს.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უსკო (საარჩევნო ადმინისტრაცია) უფლებამოსილია საარჩევნო პერიოდში არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“;

) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ, უსკოს ან/და მისი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 73-ე მუხლით.“.

43. 58- მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო წარდგენილი გეგმის შესაბამისად კენჭისყრამდე არაუგვიანეს 50 დღისა უზრუნველყოფს არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან უსკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არაუგვიანეს 30 დღისა წყვეტს ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და 10 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხავს თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს. ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია უსკოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.“.

44. 59- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 59. საარჩევნო კამპანიის ხარჯები

1. საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს:

ა) პოლიტიკური პარტიის ფონდიდან;

ბ) საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან – თუ პოლიტიკური გაერთიანებები ერთ საარჩევნო სუბიექტად ერთიანდებიან;

გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან − დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად.

2. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით.

3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნის საფუძველია შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება ამ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ფონდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია ასევე უნდა მოიცავდეს საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო მონაცემებს.

5. კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი და შესაბამის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.

6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს, შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა, სხვა სახსრების გამოყენება.

7. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რაც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.

8. დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო წლიური ხარჯების საერთო ოდენობის ზედა ზღვარი განისაზღვრება შემდეგი წესით: პარტიისათვის საარჩევნო კამპანიაში დაშვებული ხარჯების ზედა ზღვარი (საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%) უნდა გაიყოს ქვეყანაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე და მიღებული რიცხვი უნდა გამრავლდეს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობაზე.

9. საარჩევნო კამპანიის ხარჯებზე და დაფინანსების წყაროებზე ვრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

10. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პოლიტიკური გაერთიანების ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული.

11. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ზღვრის გადაჭარბებით გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით.“.

45. 64- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა აჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების კენჭისყრის შედეგებს, ადგენს საარჩევნო ოლქში გამართული მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს უსკოს.“.

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში − ამავე პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემები, ასევე არჩეული პირის (არჩეულ პირთა) ვინაობა, მეორე ტურში გასულ პირთა ვინაობა და მეორე ტურში არჩეული პირის ვინაობა .“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.“;

) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.“;

) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:

„11. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შეჯამებიდან 7 დღის ვადაში გახსნის საუბნო საარჩევნო კომისიების დალუქულ ჩანაწერთა წიგნებს, გადაიღებს წიგნების იმ გვერდების ასლებს, რომლებზედაც შესრულებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 65-ე მუხლის 22 პუნქტით და 67-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები (ამის შემდეგ ჩანაწერთა წიგნი ისევ უნდა დაილუქოს), თავისი ხელმოწერით დაამოწმებს ჩანაწერებს და შესაბამის დალუქულ დოკუმენტებთან (პირადობის მოწმობების/პასპორტების ფოტოასლები) ერთად გადასცემს უსკოს და ცესკოს.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი იმავე პუნქტით დადგენილ ვადაში გადაიღებს ჩანაწერთა წიგნების იმ გვერდების ფოტოასლებს, რომლებზედაც შესრულებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები, ხელმოწერითა და კომისიის ბეჭდით დაამოწმებს მათ და, საჭიროების შემთხვევაში, გადასცემს უსკოს და ცესკოს.“.

46. 65-მუხლის:

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„ვ) ამ კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული მონაცემები.“;

) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

 „61. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე უსკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს და გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.“;

) მე-7-მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

8. საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 18-ზე და იყოფა ყველა იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

 9. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 18-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი პირველ რიგში თანმიმდევრულად მიეკუთვნება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად ვერ მოიპოვეს მანდატები, მაგრამ მოაგროვეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5%-ზე მეტი, ხოლო შემდეგ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც მიკუთვნების (შევსების) გარეშე მოიპოვეს არანაკლებ ერთი მანდატისა, ასეთ შემთხვევაში გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი თანმიმდევრობით მიეკუთვნება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც მეტი ხმა მიიღეს.“;

) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ 18-ზე მეტმა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5% ან მეტი, ამ მუხლის მე-7-მე-10 პუნქტებით დადგენილი განაწილების წესი არ გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც მეტი ხმები მიიღეს.

12. თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიას, რომელმაც უსკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.“;

) 21- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე უსკო ამ ოქმს აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.“;

) 22- პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) 23- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. უსკო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 71-ე მუხლის მე-14 ნაწილით განსაზღვრული ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ უსკოს ვებგვერდზე განთავსებით; ამასთანავე, თუ საარჩევნო უბნის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსკო ვალდებულია ოფიციალური შეტყობინებისთანავე გააკეთოს სათანადო აღნიშვნა ვებგვერდზე განთავსებულ შესაბამის ოქმზე.“.

47. 66- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 66. უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური

1. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში უმაღლესი საბჭოს წევრი ვერ აირჩა, ტარდება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს. მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს უსკო. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მონაწილეობს.

2. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, იმართება ხელახალი არჩევნები.

3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას აძლევენ პირველ ტურში არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით, რომლებშიც ცვლილებები შეიტანება მხოლოდ შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) სააგენტოს მიერ ცესკოსათვის მიწოდებული საქართველოს იმ მოქალაქეთა შესახებ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც პირველი ტურის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის ჩატარების დღეს შეუსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე იმავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ ინფორმაციის საფუძველზე;

ბ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სპეციალურ სიას, შესაბამისი წესით ხმის მიცემის უფლების მქონე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემების გათვალისწინებით;

გ) არჩევნების მეორე ტურისათვის გამოიყენება სპეციალური სიები, რომლებიც მეორე ტურის ჩატარების დღისათვის აკმაყოფილებს ამ კანონის 31-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ამავე კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ერთიანი და სპეციალური სიების) საბოლოო ვერსიის (საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი და საჯარო ვერსიები) 2 ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიას. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას;

ე) არჩევნების მეორე ტურის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 2 დღისა მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიას გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით. მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

4. არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა საოლქო საარჩევნო კომისია ადგენს სპეციალურ სიას.

5. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ უსკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით.

6. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლის არჩევა/დანიშვნა შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. არჩევნების მეორე ტურისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებას ახორციელებენ პირველი ტურისათვის საარჩევნო ოლქში შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები, თუ უსკო სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა უფლებამოსილების ვადა აითვლება არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის დღიდან, საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის შედგენის დღის ჩათვლით.

9. პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამის პარტიას ეძლევა უფლება, დანიშნოს კომისიის წევრი საოლქო საარჩევნო კომისიის შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიამ შესაბამის პოლიტიკურ პარტიას კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს.

10. თუ პოლიტიკურმა პარტიამ ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გამოიყენა იმავე პუნქტით მინიჭებული უფლება, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები) ამავე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

11. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრთა რაოდენობის 12-მდე შესავსებად საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია 1 დღის ვადაში გამოაცხადოს კონკურსი საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, კონკურსის გამოცხადებიდან 1 დღის ვადაში მიიღოს საკონკურსო საბუთები და ამ საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები).

12. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს.

13. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

14. ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს შეუძლიათ ამ კანონით დადგენილი წესით დანიშნონ ან/და შეცვალონ წარმომადგენლები.

15. უსკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლებამოსილების ვადა უგრძელდებათ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე.

16. უსკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის ორგანიზაციების წარმომადგენლებს აკრედიტაციის ვადა უგრძელდებათ არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადების დღის ჩათვლით.

17. ამ მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს უფლება აქვთ, სათანადო საარჩევნო კომისიების მდივნებს მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა წარუდგინონ დამკვირვებელთა ახალი/დამატებითი სიები.

18. რეგისტრირებულ მედიის ორგანიზაციებს უფლება აქვთ, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნებს მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა, ამ კანონით დადგენილი წესით წარუდგინონ დამატებითი სიები მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციისათვის.

19. მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩეევნო კოდექსი“ 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ იმართება და არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.

20. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესების შესრულების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩეევნო კოდექსი“ 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 3 მთვლელის გამოვლენისა და იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნის შესრულების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიაში გამართულ წილისყრაში არ მონაწილეობს იმ პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომლის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.

21. თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, მეორე ტური არ ტარდება და უსკო გამარჯვებულად აცხადებს მეორე საარჩევნო სუბიექტს.

22. წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისათვის მოქმედებს არჩევნების პირველი ტურისათვის გამოქვეყნებული ტარიფები. შესაბამისი ტარიფის შეცვლა დასაშვებია პირველი ტურის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. ახალი ტარიფი ეგზავნება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. ეს ტარიფი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. წინასაარჩევნო რეკლამებს მაუწყებლები გადასცემენ მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან.

23. იმ საარჩევნო ოლქში (ოლქებში), სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, უფასო საეთერო დრო ნაწილდება მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებს შორის იმ პროპორციით, რომლითაც არიან წარმოდგენილი ეს საარჩევნო სუბიექტები შესაბამის საარჩევნო ოლქში (ოლქებში) მეორე ტურში მონაწილეობისათვის.

24. საჭიროების შემთხვევაში უსკო უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს მეორე ტურის ჩატარებისათვის საჭირო, სხვა, დამატებითი ღონისძიებები და ვადები.“.

48. 68--70- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 68. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები

უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება დათხოვნიდან არა უადრეს მე-60 და არაუგვიანეს 90-ე დღისა. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 69. უმაღლესი საბჭოს შუალედური არჩევნები

1. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის გამოკლების შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს შუალედური არჩევნები იმართება მაისში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, უმაღლესი საბჭოს შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ უმაღლესი საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ უახლოეს მაისში. უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ იმართება.

2. უმაღლესი საბჭოს შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს უსკო, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 2 თვისა.

3. უმაღლესი საბჭოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც უსკოში რეგისტრირებული იყო ბოლო უმაღლესი საბჭოს არჩევნებისას, აგრეთვე პარტიამ, რომელსაც შუალედური არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. იმ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში ხორციელდება ამ კანონის 35-ე მუხლით დადგენილი წესით.

4. პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ პირობებს, უმაღლეს საბჭოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. განცხადების მიღებისთანავე მას გადაეცემა უსკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა უსკოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა არანაკლებ 3000 მხარდამჭერის ხელმოწერა. მხარდამჭერთა სია მოწმდება ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილი წესით. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 35-ე მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 70. უმაღლესი საჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში უმაღლესი საბჭოს რიგით მომდევნო წევრობის კანდიდატი. უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამისმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში განცხადებით უნდა აცნობოს უმაღლეს საარჩევნო კომისიას უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის შესახებ თანხმობის ან უარის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი აღარ არის, უმაღლესი საბჭოს წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება. ადგილმონაცვლეობის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

2. თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

3. უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი. პარტიული სიით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეა.

4. უსკო ვალდებულია უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ უმაღლესი საბჭოდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობოს უმაღლესი საბჭოს წევრობის შესაბამის კანდიდატს მისი ადგილმონაცვლეობის შესახებ.

5. შესაბამისმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს უსკოს მიერ ბოლო არჩევნებისათვის განსაზღვრულ დაწესებულებაში.

6. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში უსკოს შესაბამისი სამსახურის დასკვნის საფუძველზე, უსკოს თავმჯდომარე განკარგულებით განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის უფლებამონაცვლეს. განკარგულება სათანადო საბუთებთან ერთად ეგზავნება უმაღლეს საბჭოს.

7. თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება, უსკოს თავმჯდომარე განკარგულებით არ ცნობს მის ადგილმონაცვლეობას, ასეთ შემთხვევაში ეს უფლება გადადის ამ მუხლით გათვალისწინებული წესით რიგით მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატზე.“.

49. 72- მუხლი ამოღებულ იქნეს.

50. 73- მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“;

) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საარჩევნო პერიოდში უსკოს ან/და მისი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებები მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, რომელიც საჩივარს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. უსკოს ან/და მისი სატენდერო კომისიების ქმედებებთან/გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიღებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“;

) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება, თუ დაირღვა მისი შეტანის ვადა და წესი.“;

) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 პუნქტი:

„181. განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ინფორმაცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამოცემისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მხარეს ამ მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილი წესით.“;

) 25- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული მოკვლევის მასალების ფოტოასლები.“;

) 31- პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32- პუნქტი:

„32. სასამართლოები საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში წარდგენილი სარჩელების/საჩივრების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდიან უსკოს. ამასთანავე, შესაბამისი სასამართლო უსკოს უგზავნის განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ განჩინებას სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ. ამ განჩინებას უსკო მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განათავსებს საკუთარ ვებგვერდზე. აღნიშნული განჩინება უსკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 3 საათის გასვლისთანავე მესამე პირებისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, ხოლო ისინი სასამართლო პროცესზე დაბარებულად ჩაითვლებიან.“.

51. 74- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და განხილვის ვადები და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.“.

) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს.“;

) მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამომრჩეველთა სიის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას (არასაარჩევნო პერიოდში − ბოლო საერთო არჩევნებისათვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას), შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.

3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს ან მის წარმომადგენელს უსკოში, ბოლო საერთო არჩევნებისათვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, უსკოს წევრს.

4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ბოლო საერთო არჩევნებისათვის რეგისტრირებულ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.“.

) მე-20 და 21- პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.“.

52. 76- მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 761-762 მუხლები:

მუხლი 761. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სისტემით გასამართ არჩევნებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩასატარებლად გამოსაყენებელი ზოგიერთი წესი და ვადა

1. პროპორციული წესით ჩასატარებელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებამდე გასამართი უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩასატარებლად გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის იქმნება 3 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის 29 ივნისის საქართველოს კონსტიტუციური კანონის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღების დროისათვის მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად:

ა) ბათუმის მუნიციპალიტეტი;

ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული;

გ) ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა ამ კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 1000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისათვის არანაკლებ 1000 ამომრჩევლის მხარდაჭერის დადასტურების ვალდებულებისგან თავისუფლდება ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია (რომელიც იღებს დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან), ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში, თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში მაინც პროპორციული სისტემით 15 000 ხმა მაინც მიიღო, ხოლო უმაღლესი საბჭოს ბოლო არჩევნებში, თუ პარტიამ ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა პროპორციული სისტემით 5000 ხმა მაინც მიიღო, აგრეთვე ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის მიერ წარდგენილმა ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო.

5. საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში უმაღლესი საბჭოს წევრობის ყოველ კანდიდატს უნდა მიეთითოს მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება.

6. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო უბნების შექმნის, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომრების განსაზღვრის ვადებად განისაზღვროს უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნების წლის არაუგვიანეს 1 აგვისტო, ხოლო უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში – მისი დანიშვნიდან არაუგვიანეს მე-5 დღე.

7. უსკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, თავის სხდომაზე აჯამებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს, საჭიროების შემთხვევაში განკარგულებით ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება არჩევნებიდან მესამე შაბათს და ადგენს არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, თუ დაინიშნა არჩევნების მეორე ტური, ხოლო თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა – ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს; თუ არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

8. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობა; ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტი და პროპორცილი წესით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრთა ანბანური სია, ასევე იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები.

9. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს:

ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; განმეორებითი კენჭისყრის თარიღი, თუ დაინიშნა განმეორებითი კენჭისყრა, აგრეთვე იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი;

ბ) ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა და ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; თუ განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის ვინაობა, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და პროცენტი; არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღი, თუ დაინიშნა მეორე ტური, აგრეთვე მეორე ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობა და მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობები და პროცენტები.

10. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და ყოველი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენ საარჩევნო სუბიექტთა მიხედვით დალაგებული არჩეულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრთა სია, მათი პარტიული კუთვნილებისა და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის (თუ ასეთ ოლქებში იქნენ არჩეული) მითითებით.

მუხლი 762. 2032 წლამდე ჩასატარებელ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტიული სიების წარდგენის დროებითი წესი

1. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩასატარებელი უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, იმგვარად, რომ უსკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.

3. უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ 2028 წლამდე ჩასატარებელი უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ უსკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პარტიას უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.

4. უმაღლესი საბჭოს 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების მომდევნო, 2032 წლამდე ჩასატარებელი უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ უსკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პარტიას უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.

5. თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პოლიტიკური პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო იმავე სქესის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში მისი მომდევნო იმავე სქესის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი იმავე სქესის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი აღარ არის, ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი.

6. თუ უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო იმავე სქესის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის მომდევნო იმავე სქესის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.“.

 


მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე

 

ბათუმი,

24 ივლისი 2020 წ.

N124-უ.ს.რ.ს.