დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 04 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.142.016259 |
|
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 04 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 თებერვლის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.142.016247):
ა) დადგენილების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყოველი ახალშობილისთვის გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დაბადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ ახალშობილის ერთ - ერთი მშობელი რეგისტრირებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“; ბ)დადგენილების დანართის მე-12 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირების სტაციონალურ-ამბულატორიული და სამედიცინო მომსახურეობის თანადაფინანსება.“; გ) დადგენილების დანართის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ესაჭიროებათ სტაციონალური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება, დაფინანსდებიან სახელმწიფო დაზღვევის თანხის გადახდის შემდეგ დარჩენილი თანხის 50% -ით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა; თუ მოქალაქის მიერ სამედიცინო მომსახურების საფასური გადახდილია, მერია მოახდენს ხარჯების ანაზღაურებას მოქალაქის სასარგებლოდ მის პირად საბანკო ანგარიშზე“; დ) დადგენილების დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „ე) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემოსავლის ორდერი) .“; „ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები