„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016369
19
24/07/2020
ვებგვერდი, 27/07/2020
010260020.35.107.016369
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2020 წლის 24 ივლისი

ქ. ჩხოროწყუ

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის  №42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/11/2017 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016274)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკისა და  ქონების მართვის სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური;

ე) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახური;

ვ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;

ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

თ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

კ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების  სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა