დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61-88 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020030.35.101.016761 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/07/2020 - 29/12/2020)
|
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია, გარდა დანართი №1 რუკით გათვალისწინებული ტერიტორიებისა.
2. პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მობილურ გარე ვაჭრობის ობიექტებზე, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 1,1 მეტრს, სიგრძე 0,8 მეტრს და სიგანე 0,6 მეტრს. მათი განთავსება ნებადართულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა დანართი №2 რუკით გათვალისწინებული ტერიტორიებისა. 3. პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება გარე ვაჭრობას დაქვემდებარებულ ლატარიის ბილეთების სარეალიზაციო მობილურ დანადგარებზე, ბეჭდური პროდუქციის (გაზეთი, წიგნები, ჟურნალები და სხვ.) სარეალიზაციო შენობა-ნაგებობებზე და კონკრეტული ღონისძიებებისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილებზე განთავსებულ დროებით შენობა-ნაგებობებზე. მათი განთავსება ნებადართულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ იმ ტერიტორიებზე, რომელიც არ ჰყვება დანართი №1 და №2 რუკებზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალიწინებულ ობიექტებზე „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის „თ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობის ან/და დანადგარების განთავსება უნდა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-33 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები