„ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის სახელმძღვანელო წესების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2014 წლის 30 დეკემბრის №208 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის სახელმძღვანელო წესების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2014 წლის 30 დეკემბრის №208 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 23/07/2020
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016191
125
23/07/2020
ვებგვერდი, 31/07/2020
310150000.54.066.016191
„ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის სახელმძღვანელო წესების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2014 წლის 30 დეკემბრის №208 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №125

2020 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის სახელმძღვანელო წესების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2014 წლის 30 დეკემბრის №208 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის სახელმძღვანელო წესების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2014 წლის 30 დეკემბრის №208 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 31/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016079) დამტკიცებულ „ასაფრენ-დასაფრენი ზოლის უსაფრთხოების ჯგუფის სახელმძღვანელო წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„ა) საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტზე, რომელიც საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს რეგულარულ კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებს;“

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:

„დ) ადზ-ის უსაფრთხოების გეგმა – ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელშიც აისახება ჯგუფის მიერ დაგეგმილი ქმედებები, რეკომენდაციები, რისკების შემცირების ღონისძიებები, მათი დანერგვისა და შესრულების სავარაუდო თარიღები და პასუხისმგებელი პირები“.

„ე) ადზ-ის უსაფრთხოების პროგრამა – დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ღონისძიებებისა და წესების ერთობლიობა, რაც მიმართულია კონკრეტულ ადზ-ზე უსაფრთხოების დონის გასაუმჯობესებლად და ეფუძნება რისკების იდენტიფიცირებისა და მართვის პრინციპებს“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ადზ-ის უსაფრთხოების ჯგუფის შექმნა და მისი შემადგენლობა

1. ჯგუფის შექმნა მიზნად ისახავს ადზ-ის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ჯგუფის მიერ იმ პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირებას და გამოსასწორებელი ქმედებების შემუშავებას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ  საავიაციო მოვლენა.

2. აეროდრომის ექსპლუატანტი, საიდანაც სრულდება საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა, ვალდებულია, შექმნას ჯგუფი, ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ავიასაწარმოების წარმომადგენლების შემადგენლობით.

3. საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფში მონაწილეობის მიღება შეიძლება ეთხოვოს:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ (შემდგომ – სააგენტო);

ბ) სახელმწიფო ავიაციის უწყებებს;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს;

დ) აეროდრომის მიწისზედა მომსახურების განმახორციელებელ საწარმოს (მათ შორის: საჰაერო ხომალდის შემოყინვის საწინააღმდეგო სითხით დამმუშავებელი, საწვავ-გამმართველი);

ე) ექსპერტებს (მეტეოროლოგი, ორნიტოლოგი და სხვ);

ვ) სხვა აეროპორტის ჯგუფის წევრებს;

ზ) სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობა პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებულია ადზ-ზე ფრენების უსაფრთხოებასთან.

4. ჯგუფს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც არის აეროდრომის ექსპლუატანტის უფებამოსილი წარმომადგენელი“.

5. ჯგუფის წევრებს გავლილი უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოების მართვის სისტემის  სასწავლო კურსი.

4. მე-4 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ადზ-ის უსაფრთხოების წლიური ანგარიშის შედგენა და სააგენტოსთვის წარდგენა“;

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ადზ-ის უსაფრთხოების ადგილობრივი ჯგუფის მუშაობის წესი

„1. ჯგუფის სამუშაო შეხვედრები იმართება, სულ მცირე, კვარტალში ერთხელ.

2. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გაიმართოს რიგგარეშე სამუშაო შეხვედრა ადზ-დან საჰაერო ხომლადის გადასვლის/არასანქცირებული შესვლის ან ნებისმიერი ისეთი საავიაციო მოვლენის დადგომისას ან ცვლილების მართვის პროცესის დაგეგმვისას, რომლის პრევენციის მიზნით აუცილებელია ჯგუფის შეხვედრა.

3. ჯგუფის შეხვედრებს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც ჯგუფის საქმიანობის წარმართვის და ფუნქციონირების მიზნით, ახორციელებს, სულ მცირე:

ა) შეხვედრების დაგეგმვას;

ბ) შეხვედრების ხელშეწყობას/წარმართვას;

გ) ჩანაწერების წარმოებას;

დ) დამსწრე ორგანიზაციებთან კოორდინაციას.

4. ჯგუფის დებულების შესაბამისად, უნდა განხორციელდეს ჯგუფის წევრებს შორის პასუხისმგებლობების და მოვალეობების განაწილება.

5. ჯგუფის სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობა და შედეგები ფორმდება ოქმით, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში, ეგზავნება სააგენტოს.“.

6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ადზ-ის უსაფრთხოების გეგმა

1. ჯგუფი ვალდებულია შეიმუშაოს მინიმუმ ერთწლიანი გეგმა.

2. გეგმა, ადგილობრივი საფრთხეებიდან და საავიაციო მოვლენებიდან გამომდინარე, უნდა მოიცავდეს კონკრეტულ აეროდრომზე ადზ-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს,  მათ შორის შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს შემდეგი საკითხები:

ა) სხ-ის დაფრენისას ადზ-ზე არასწორი შეხება;

ბ) ფრინველებთან შეჯახება;

გ) სხ-ის მიწაზე მომსახურებისას გამოვლენილი ხარვეზები;

დ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლიდან გადასვლა;

ე) ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე არასანქცირებული შესვლა;

ვ) სხ-ის მიწისზედა ობიექტთან ან სხვა სხ-თან შეჯახება;

ზ) სხ-ის დაბრკოლებასთან შეჯახება;

თ) სხ-ს მოძრაობის უნარის დაკარგვა ხმელეთზე;

ი) ადზ-მდე დაფრენა/დაფრენის წერტილის გადაფრენით დაჯდომა;

კ) არასათანადო ადზ-ის გამოყენება/ადზ-ის შეშლა;

ლ) მაღალ სიჩქარეზე შეწყვეტილი აფრენა;

მ) ველური ბუნებით გამოწვეული შემთხვევა;

ნ) უცხო სხეულის ნარჩენებისგან (FOD) სხ-ის დაზიანება და სხვა.

3. ჯგუფი ვალდებულია, ყოველწლიურად განახორციელოს ადზ-ის უსაფრთხოების გეგმის განხილვა და საჭიროებისამებრ განახლება“.

7. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია, გამოვლენილი საფრთხეების, საავიაციო მოვლენების და მაკორექტირებელი ღონისძიებების სათანადოდ აღრიცხვის მიზნით, აწარმოოს მონაცემთა ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჯგუფის წევრებისთვის“.

8. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

 


სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე