შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) სვის-კრედიტი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) სვისკრედიტი“-სათვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) სვის-კრედიტი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) სვისკრედიტი“-სათვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 22/07/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2020
სარეგისტრაციო კოდი
270
22/07/2020
ვებგვერდი, 29/07/2020
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) სვის-კრედიტი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) სვისკრედიტი“-სათვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №270

2020 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

 

შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) სვის-კრედიტის“  ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) სვის-კრედიტი“-სათვის  საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა  და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის  №91/04 ბრძანების საფუძველზე:   

1. მიეცეს თანხმობა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) სვის-კრედიტის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 412675779)  საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

2. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) სვის-კრედიტში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 412675779) შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს ნუგზარი მურუსიძე (პირადი ნომერი 60002004766).

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის

დეპარტამენტის უფროსი    ირმა ბოკუჩავა.